”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
23 ოქტომბერი, 2017 წ.
”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.

”ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.
ბეჭდვა