ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფოთის საოლქო კომისიაში შეჭრას ცდილობენ
23 ოქტომბერი, 2017 წ.
ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფოთის #70-ე საოლქო-სააჩევნო კომისიაში შეჭრას ცდილობენ. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ #31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები #31-ე უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში მმართველი გუნდის სასარგებლოდ ათობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი უარყოფს.

„საოლქო საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ველოდებით შედეგს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ.
ბეჭდვა