ბორჯომის საკრებულოში ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა
23 ოქტომბერი, 2017 წ.
ბორჯომის საკრებულო 28 წევრისგან შედგება, საიდანაც 13 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 15 პროპორციული სისტემით ირჩევა. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბორჯომის საკრებულოში 13 მაჟორიტარიდან 7  "ქართული ოცნებიდან", 6 კი "პატრიოტთა ალიანსიდან" იქნება. პროპორციული არჩევნების შედეგებით ქართულ ოცნებას 6 ადგილი ერგო, პატრიოტთა ალიანს კი 5. 

ბორჯომის საკრებულოში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება.

ქართული ოცნება - 13

პატრიოტთა ალიანსი - 11

ნაციონალური მოძრაობა - 2

ევროპული საქართველო - 1

ლეიბორისტული პარტია - 1 

ბორჯომში მერის პოსტის დასაკავებლად მეორე ტური გაიმართება, სადაც ოცნებისა და პატრიოტების კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


ბეჭდვა