"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც მისი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომლებსაც "კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში".
"მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რომელ კონკურენტებს გულისხმობს კონკრეტულად, კახა კალაძის განცხადებით, მან დებატების მსვლელობის დროსაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ქალაქი მარტო კახა კალაძის და მარტო "ქართული ოცნების" არ არის.
"ჩვენ ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, იყოს უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა, განახლებული ტრანსპორტით და ა.შ. ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და ვინც წარმოადგენს თავის ხედვას, კონკრეტულ პროექტს თუნდაც ქალაქში განსახორციელებლად და ეს ქალაქისთვის მისაღები იქნება, ვიმეორებ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები", - განაცხადა კალაძემ.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები