„გორბის“ ეგზიტპოლის თანახმად, თანახმად, კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ზაალ უდუმაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა - 14–14%
21 ოქტომბერი, 2017 წ.
„გორბის“ ეგზიტპოლის თანახმად, თანახმად, კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ზაალ უდუმაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა - 14–14% ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.

თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას, კანდიდატებში – ირმა ინაშვილი – 4%, გიორგი ვაშაძე – 3%, კახა კუკავა 3%, გიორგი გუგავა 2%. ყველა სხვა კანდიდატმა ჯამში 2% მიიღო.


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“ ჩაატარა.

ბეჭდვა