დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას დარღვევები დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა
ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მეორე შუალედური ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.
ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდნენ ის პირები, ვისაც გასულ არჩევნებში დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად მაინც აირჩიეს.
„წინასაარჩევნო პერიოდმა საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დარღვევები მაინც დაფიქსირდა. მათ შორის, პრობლემები, რომელიც არაერთი წელია არსებობს და მათ მოგვარებას სისტემური რეფორმები სჭირდება. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კომისიების დაკომპლექტება; პროფესიული ნიშნით განსაზღვრულ კვოტებში კვლავ ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დანიშვნა. ეს საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას ჩრდილს აყენებს. რამდენიმე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც წინა წლებში იყვნენ კომისიის წევრები, ვერ შეასრულეს ჯეროვნად თავიანთი ვალდებულებები და ჰქონდათ დაკისრებული სანქციები, კვლავ აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საიას ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა იმ პირთა პროფესიული ნიშნით არჩევას საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც უახლოეს წარსულში წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში.
„საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩვენს მიერ წარდგენილი განცხადებებისა თუ საჩივრების განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ხშირ შემთხვევებში დეტალურად არ სწავლობდნენ საქმეში წარმოდგენილ მასალებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტების საფუძველზე იღებდნენ. საბოლოო ჯამში კი მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხასიათდება დასაბუთებულობის დაბალი სტანდარტით.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ პრობლემად დარჩა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის საკითხი“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ კვლევა 2017 წლის 1-ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრის პერიოდზე ჩაატარა. ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულია სავარაუდო მუქარა/ზეწოლის 10-ზე მეტი, ფიზიკური დაპირისპირების -5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის 5 ფაქტი.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები