ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საიას ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნოდ სავარაუდო ზეწოლა-მუქარის 10, ფიზიკური ანგარიშსწორების - 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9 ფაქტი გამოვლინდა
20 ოქტომბერი, 2017 წ.
ძველი და აპრობირებული დარღვევების ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ანგარიშსწორებისა და სავარაუდო ზეწოლა-მუქარის ფაქტები, როცა ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს მეორე შუალედური ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აუცილებელია ყველა ეს შემთხვევა სრულყოფილად და დროულად გამოიძიონ.

„საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ან გადაბირების შედეგად ხსნიდნენ. აგრეთვე, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ზეწოლას ამომორჩევლებზე იმ მიზნით, რომ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი. მსგავს ფაქტებში ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და აუცილებელია ყველა ეს შემთხვევა სრულყოფილად და დროულად გამოიძიონ. მსგავსი ფაქტები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტებზე წარიმართოს მყისიერი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რაც იქნება ეფექტური და მოახდენს დარღვევების შემდგომ პრევენციას. ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიებები ვერ ქმნის დაცულობის განცდას და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს კანდიდატებისთვის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საია-ს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული აგიტაციის ცნება ცესკო-მ ვიწროდ განმარტა, რითაც სააგიტაციო ღონისძიებაში კანონის დარღვევით მონაწილეობის დაკანონების საფრთხე შექმნა.

ორგანიზაციამ კვლევა 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო ზეწოლა-მუქარის 10 ფაქტი, ფიზიკური ანგარიშსწორების -5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9 , ხოლო წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის 5 ფაქტი დაფიქსირდა.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30