ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
აჰმედ იმამკულიევი - მარნეულში „ქართული ოცნება“ სამად არის გაყოფილი, ჭორები დადის, რომ დაპირისპირება მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია
20 ოქტომბერი, 2017 წ.
აჰმედ იმამკულიევი - მარნეულში „ქართული ოცნება“ სამად არის გაყოფილი, ჭორები დადის, რომ დაპირისპირება მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ყიზილაჯლოს „ქართული ოცნების“ შტაბში გუშინ მომხდარ ფაქტს შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს.

„თავდაპირველად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო ამირან გიორგაძე, თუმცა ორი თვის წინ ჩაანაცვლეს თემურ აბაზოვით. მარნეულში „ქართული ოცნება“ სამად არის გაყოფილი, ერთი არის გიორგაძის მხარე, მეორე - აბაზოვის, მესამე კი დეპუტატების, რომლებსაც ნდობა უკვე დაკარგული მოსახლეობაში. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და რა ჭორებიც დადის, ის არის რომ მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია დაპირისპირება ამ სამ ფრთას შორის. პერიოდულად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში ხშირად არის კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება და ა.შ. ჩვენ როგორც ვიცით, დაპირისპირებული მხარეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ“, - განაცხადა იმამკულიევმა.

ამასთან, მან გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და განაცხადა, რომ მომხდარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაურასების შედეგია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30