ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მამუკა მდინარაძე - როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის
20 ოქტომბერი, 2017 წ.
როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტი. მდინარაძის თქმით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი კონკრეტული პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმისათვის, რომ ამ ფაქტს არ მიეცეს რაიმე დამატებითი ელფერი, ვინმემ არ მოახერხოს, რომ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციები. ამ დროისთვის როგორც ჩემთვის ცნობილია, პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ფაქტი ძალიან ცუდია, მაგრამ წინასწარ შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, ფაქტი ძალიან ცუდია, მაგრამ აუცილებელია გაეცეს კითხვაზე პასუხი, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი არჩევნებთან, რადგან ასეთი ვერსია ჯერჯერობით დაკავშირებული არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ამ დროისთვის დაკეტილია. მარნეულში, საავადმყოფოში რჩება წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30