კახა კუკავა: 1 ლარად გაყიდული ყველა ქონების საკითხი ხელახლა გადაიხედება
კახა კუკავა: 1 ლარად გაყიდული ყველა ქონების საკითხი ხელახლა გადაიხედება
17 ოქტომბერი, 2017 წ.

თბილისის საკრებულოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემა, წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე უფრო მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას.

 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ 1 ლარად აქტიურად იყიდებოდა წინა რეჟიმის დროსაც და აქტიურად იყიდება ივანიშვილის მმართველობის პირობებშიც.

წარმოგიდგენთ იმ ქონებათა მცირე ჩამონათვალს, რომელიც კორუფციულად გასხვისდა სხვადასხვა დროს წინა და ამჟამინდელი რეჟიმების მიერ: https://www.google.com/maps/d/viewer?hl=en&mid=1c36gID7qPop5WYwEnb_vUjfT-M0&ll=42.16185131171651%2C43.707303550000006&z=8

კახა კუკავას და დიმტრი ლორთქიფანიძის პროგრამა ითვალისწინებს ორივე რეჟიმის პირობებში 1 ლარად გასხვისებული ქონების საქმეების შემსწავლელი კომისიის შექმნას.

 

 

ბეჭდვა