როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის გაუქმება, რაც უშუალოდ კანდიდატების პირადი სურვილი იყო, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ კანდიდატები საკუთარ განცხადებებში გულწრფელები არ იყვნენ და მათზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ გარდა, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში, სხვა პარტიებიც საუბრობენ.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ პარტიული სია, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ - საარჩევნო ადმინისტრაციისგან.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში - დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ. აღსანიშნავია, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა იძულების ფაქტებზე ასევე ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში.
მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) აწერენ.
როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტებზე ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით მიეწოდება.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები