ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მერობის 8 და საკრებულოს მაჟორიტარობის 81 კანდიდატი ქუთაისში
11 ოქტომბერი, 2017 წ.
ქუთაისის # 59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგი გამართა. ოსეფაიშვილის განცხდებით, შემცირდა როგორც მერობის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების რაოდენობა.

"მერობის ორმა კანდიდატმა "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენელმა აკაკი ლოლომაძემ და "ახალი ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. მასთან ერთად კანდიდატურები მოიხსნეს ამ ორგანიზაციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა"-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რჩება მერობის 8 კანდიდატი. მაჟორიტარობის კანდიდატები კი 86-დან 81-მდე შემცირდა, ისინი კენჭს ქუთაისის 10 სამაჟორიტარო ოლქში იყრიან. მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი ქალია, ყველაზე მეტი მაჟორიტარი ქალი ძელქვიანის სამაჟორიტარო ოლქში დაფიქსირდა. აქ კენჭს 5 ქალი კანდიდატი იყრის.

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქში 124 საარჩევნო უბანია, საიდანაც ერთი სპეცუბანია. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში 138 880 ამომრჩეველია.

http://newpress.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30