ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სხვის სასარგებლოდ კანდიდატურა მოიხსნა
11 ოქტომბერი, 2017 წ.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მოიხსნა კანდიდატურა დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ. ეს ინფორმაცია მან „ლაივპრესს“ თავად დაუდასტურა. ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით 9 ნოქტომბერს მიმართა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, განმარტა:

„ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ჩემზე უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვების. ის უფრო მეტს გააკეთებს და უფრო რეალური შანსიც აქვს მოვიდეს თვითმმართველობაში. ყველა ზუგდიდელი უნდა ამოუდგეს გვერდში. იმიტომაც მოვიხსენი კანდიდატურა, რომ დავრწმუნდი, ზვიადი ძალიან ბევრს გააკეთებს ქალაქისთვის“, - გვითხრა ზურაბ ჯინჯოლავამ.

ის, რომ შესაძლო იყო „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატს დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ 6 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატების და პარტიული სიის წარდგენისას ზუგდიდში განაცხადა.

http://www.livepress.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30