ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მიწის ნაკვეთები 1 ლარად გადასცა
10 ოქტომბერი, 2017 წ.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის მიერ გაგზავნილ განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, თბილისის საკრებულომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადასცა.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ასევე მიწის ნაკვეთების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს „მაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ და მათმა მხარდამჭერებმა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც სურდათ, თუმცა არ შეუშვეს.

კერძო კომპანიის საკუთრებაში 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.

http://epn.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30