გიორგი ლილუაშვილის საარჩევნო პროგრამა
გიორგი ლილუაშვილის საარჩევნო პროგრამა
თბილისი - საქართველოს გული კავკასიის იმედი
მიზანი

ვაქციოთ თბილისი ამიერკავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და შავი ზღვის პირეთის ქვეყნების
დედაქალაქებს შორის ყველაზე მიმზიდველ, დინამიურად განვითარებად, ინოვაციური ტექნოლოგიების,
კულტურისა და ტურიზმის ცენტრად.

ადგილობრივი არჩევნები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია. არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი განვითარება. ქალაქ თბილისის მერის არჩევისას ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს იმ ადამიანს, რომელსაც, პირველ რიგში, ნათლად აქვთ წარმოდგენილი და გაანალიზებული ის ძირითადი პრობლემები რაც დღეს დგას თბილისის წინაშე, რადგან თუ სწორად არ მოხდება არსებული პრობლემების გაანალიზება, ვერასდროს ვერ განვსაზღვრავთ გამოსავლს.
პირველ რიგში უნდა მოხდეს ქალაქის პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტებად დალაგება შემდგომ მათი განვითარების მისაღწევი შედეგების/ამოცანების (რის მიღწევასაც ვცდილობთ) გაანალიზება, იმ კრიტერიუმების შემუშავება რომლებიც საშუალებას მოგვცემს სასურველი შედეგის მისაღწევად.

იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ თბილისის განვითარებისათვის მისაღწევი შედეგები, რომლებიც მოგვცემენ სიტუაციის მკვეთრ (არამყისიერ) გაუმჯობესების საშუალებას, რათა სწორად დავსახოთ ქმედებები რომლებიც მოგვეხმარება არსებული პრობლემების დაძლევაში. ამისათვის აუცილებელია, რომ ჯერ გავერკვეთ ამჟამად სად ვიმყოფებით და რა პრობლემები გვაქვს ირგვლივ, შემდგომ მოვახდინოთ პრობლემების პრიორიტეტებად დაყოფა.
თბილისის ძირითადი პრობლემები:

I. არაეფექტური მმართველობა;
II. ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის არარსებობა;
III. მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა;
IV. არასასურველი სოციალური ფონი და დასაქმების დაბალი მაჩვენებლები;
V. მოუწესრიგებელი სატრანსპორტო და საპარკინგო ინფრასტრუქტურა;

სრულად
ბეჭდვა