ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
გიორგი ვაშაძის სააჩევნო პროგრამა
გიორგი ვაშაძის სააჩევნო პროგრამა
შესავალი



საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები “ძალა ერთობაშია”, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებთ გაერთიანებას და მთელს ჩვენს ძალას და ენერგიას დაპირისპირებას ვანდომებთ

რატომ არ შეგვიძლია მთელი ძალის კონცენტრირება განვითარებაზე, საქმის კეთებაზე?

პასუხი მარტივია, ჩვენ არა გვაქვს საერთო მიზანი, ზემიზანი, რომელიც გაგვაერთიანებს, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი იბრძოლებს და მთელს ენერგიას მოახმარს!

ზემიზანი, რომელიც საქართველოს სრულიად ახალ ადგილს მისცემს თანამედროვე სამყაროში.

ზემიზანი, რომელიც ახალ შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ჩვენგანს!



ზემიზანი ჰქონდა გრიგოლ ხანძთელს და შესძლო აღმშენებლობის დაწყება, საქართველოს იდეის განმტკიცება;

ზემიზანი ჰქონდა დავით აღმაშენებელს და შესძლო ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება;

ზემიზანი ჰქონდა გიორგი ბრწყინვალეს და საქართველო აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ;



თანამედროვე გლობალური სამყარო სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს.შესაბამისად, საქართველოს აქვს განვითარების ორი გზა:



პირველი ეს არის დღევანდელი საქართველო სადაც გვეუბნებიან რომ პატარა სახელმწიფო ვართ და ამბიციები არ უნდა გვქონდეს.

ან ზემიზნის გარშემო გაერთიანებული ახალი საქართველო , რომელსაც აქვს ამბიცია იყოს გლობალურ ლიდერთა შორის, რომელიც კარგად ხედავს თავის ისტორიულ ფუნქციას დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე.



პირველი არჩევანის შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვართ შიმშილისა და უმუშევრობისთვის, დაქუცმაცებისა და დაპირისპირებისთვის

მეორე არჩევანის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული წარმატებული ადამიანების ქვეყანა.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ გავერთიანდეთ ზემიზნის გარშემო:

საქართველო გლობალურ ლიდერთა შორის,

ხოლო თბილისი ლიდერ ქალაქთა შორის !



I. კომფორტი და უსართხოება



თბილისი უნდა უზრუნველყოფდეს კომფორტსა და უსაფრთხოებას, როგორც საკუთარი მოქალაქეებისათვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის. ეს ნიშნავს:

კომფორტული და მოქალაქეზე ორიენტირებული ახალი ტიპის საჯარო სერვისები და ქალაქის მენეჯმენტი
კომფორტული და დაცული საცხოვრებელი გარემო, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა/ტრანსპორტი და კრიზისების/კატასტროფებების მართვის თანამედრვე სისტემა
კულტურით გამდიდრებული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო დასვენებისა და გართობისათვის
ხარისხიანი ჯანდაცვის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოლიდარობის მექნიზმები
თბილისის უბნების ფუნქციური რეინტეგრაცია და მათთვის თანაბარი განვითარების პირობების უზრუნველყოფა


1. #თბილისი ყველაზე მცირე და ინოვაციური მენეჯმენტი მსოფლიოში

გამოწვევები/პრობლემები

დღეს თბილისში გვაქვს 3 დონიანი მმართველობა:

მერი და მისი აპარატი
გამგეობები, გამგებლები და ამ გამგებლების მიერ დანიშნული
33 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწიურად დაახლოებით 160 მილიონი ლარი ჩინოვნიკებს ხმარდება

მიზნები და ამოცანები

უახლეს მექანიზმებზე დაფუძნებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით, მერიის აპარატის შენახვაზე დახარჯული თანხები არ გასცდება 25 მილიონ ლარს

ინიციატივები:

2018 წლის 1 ივნისისთვის გვეყოლება 50 თანამშრომლისგან შემდგარი თბილისის მერის ოფისი,
გაუქმდება გამგეობები და დედაქალაქი გადავა პროექტულ მართვაზე
შეიქმნება ახალი თაობის მუნიციპალური იუსტიციის სახლები
ახალი ტიპის ბიუჯეტირება
სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმები


2. #თბილისი-მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემა

გამოწვევები

დღეისათვის თბილისის მერია ეს არის მრავალდონიანი, ჩაკეტილ მმართველობაზე დაფუძნებული აპარატი

მიზნები და ამოცანები

თბილისის მერია-მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემა

ინიციატივები

თბილისის მასშტაბით გაიხსენება, ახალი თაობის, მრვალფუნქციური მუნიციპალური იუსტიციის სახლები (33 უბანში), სადაც მერიაში მისვლის გარეშე, ადგილზე მოუგვარებენ ყველა პრობლემას თბილისის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს.

ღია სივრცე შემდეგი ფუნქციებით:

გაიცემა ყველა სერვისი, როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ორგანოების
უბნის შესაბამისი ფუნქციის სივრცე-მუზეუმი
საგანმანათლებლო, სატრენინგო სივრცე
თანამშრომლობითი ღია სამუშაო სივრცე
ბიბლიოთეკა, მედიათეკა
მოქალაქეთა ჩართულობის სხვა სივრცეები
ტურისტული საინფორმაციო სივრცე
ინფორმაცია ინვესტორებისთვის


3. #თბილისი – თანაბრად განვითარებული ქალაქი

გამოწვევები

დღეს თბილისი წარმოადგენს დანაწევრებულ ტერიტორიას “ელიტარული” და პერიფერიული უბნებით. ეს აფერხებს ქალაქის განვითარებას

მიზნები და ამოცანები

თბილისის ყველა უბანს უნდა მიეცეს თავისი ფუნქცია და თანაბარი განვითარების შესაძლებლობა

ინიციატივები:

ყველა უბანში სხვადასხვა ტიპის კლასტერების განვითარება
თითოეულ უბანში იქნება:
ყველა უბანს ექნება თავისი ცენტრი;
ცენტრში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველოსიპედის გზები;
შესაბამისი ფუნქციიდან გამომდინარე გაიხსნება ინტერაქციული მუზეუმი;
კერძო სექტორთან თანამშრომლობით გაიხსნება კაფეები, რესტორნები და სხვა ბიზნეს ობიექტები.


4. #თბილისი – კომფორტული ეკოქალაქი

გამოწვევები
XXI საუკუნის თბილისი, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ქალაქში არის პარკირების პრობლემა, გაუთავებელი საცობები და მოუწესრიგებელი საქალაქო ინფრასტრუქტურა. გაუმართავია საგზაო ნიშნები და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები.

მიზნები და ამოცანები
თბილისი გახდება ევროპული სტანდარტების საცხოვრებელი ქალაქი

ინიციატივები
ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება
უსაფრთხო გზები და გადასასვლელები
საფეხმავლო ქუჩები და ველობილიკები
ვერტიკალური პარკირების სისტემა
ევროპული სტანდარტის ურბანული განვითარება
ევროპული სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სისტემები
ევროპული სტანდარტის სკვერები და სარეკრეაციო ზონები
მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი
ვერტიკალური გამწვანება
სახურავების გამწვანება
5. #თბილისი – სოციალური სოლიდარობის ქალაქი

გამოწვევები

შესაძლებლობების ქალაქი თანამედრვე სამყაროში არ არსებობს სოციალური სოლიდარობის გარეშე.

მიზნები და ამოცანები

ჩვენი მიზანი უფასო სასადილოების მოწესრიგება არ არის. ჩვენი მიზანია ეს ხალხი გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ. მივცეთ მათ შესაძლებლობა გახდნენ წარმატებულები, დასაქმდნენ და გაიჩინონ შემოსავალი. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს წარმატებისთვის.

ინიციატივები:

სოციალური ბიუჯეტი – სოციალური მხარდაჭერის მდგრადი მექანიზმები
პანდუსები და სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის
სოციალური ბიუჯეტის (დახმარებები) განკარგვა წინასწარ ცნობილი კრიტერიუმებითა და მექანიზმებით
ევროპული სტანდარტის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სისტემა


II. განათლება და განვითარება

თბილისმა, როგორც ინოვაციების, “ცოდნის ქალაქმა” უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების კონკურენტუნარიანობა, ასევე, ცოდნაზე დაფუძნებული ბიზნესების ხელშემწყობი კლიმატის შექმნა.

ინფორმაციული საზოგადოების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებაზე ორიენტირებული, უწყვეტი განათლების მექანიზმების განვითარება.

მოსწავლე – მასწავლებლები – მშობელი, სტუდენტი – ლექტორი/მკვლევარი – ბიზნესი თანამშრომლობისა და განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა

ახალი ტიპის, ბლოკჩეინ/კრიპტო-ეკონომიკის შესაბამისი ბიზნეს შესაძლებლობებისა და სტიმულების გაჩენით, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტორების მხარდაჭერა და ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

თითოეული მოქალაქისათვის საბაზისო კრიპტო-აქციების გადაცემა, საკუთარი ბიზნესის, ან ქალაქის მიერ ინიცირებულ პროექტებში თანაინვესტირებისათვის



1. #თბილისი – “ცოდნის ქალაქი”



გამოწვევები

“ცოდნის ეკონომიკა” ითხოვს თანამედროვე, XXI საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას. არსებული განათლების სისტემა, ისევე როგორც კვლევითი ცენტრები თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად მკვეთრად ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნებს.

მიზნები და ამოცანები

განათლებისა და მეცნიერების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს IV ინდუსტრიული რევოლუციის კომპეტენციების განვითარებას. თბილისმა უნდა დაიბრუნოს ისტორიულად არსებული ინტელექტუალური ცენტრის ფუნქცია.

ინიციატივები:

სმარტ-მოქალაქე – წარმატების საფუძველი
მასწავლებელი, აღმზრდელი, ლექტორი – ცოდნისა და ინოვაციების გენერატორი
საერთაშორისო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა
თბილისი – ინოვაციების რეგიონალური ჰაბი
დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 30 მილიონი ლარი დაიხარჯება სკოლისა და ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე
2. #თბილისი – ევროპის ახალი კულტურული ცენტრი

გამოწვევები

ლიდერობა თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია საერთაშორისო ფუნქციის გარეშე. სამწუხაროდ, თბილისმა დაკარგა ისტორიულად არსებული კულტურული და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიზნები და ამოცანები

თბილისმა უნდა დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია – კულტურული ცენტრის, ცივილიზაციათა გამაერთიანებლის როლი.

ინიციატივები:

კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ჩვენი დღევანდელობა და მომავლის საფუძველი
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (ბიენალე, გამოფენები, კონცერტები…)
მრავლფეროვნება და კულტურათა დიალოგი
ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
ევროპაში ყველაზე ბევრი საფეხმავლო ქუჩა ძველ ქალაქში


3. #თბილისი – ინოვაციური სტარტაპების ჰაბი

გამოწვევები

XXI საუკუნის ეკონომიკა წარმოუდგენელია ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გარეშე. ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას გასცდე ქალაქისა თუ ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს და საკუთარი პროდუქტი მსოფლიოს შესთავაზო. მცირე მოსახლეობისა და დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე ქვეყნების ეკონომიკებისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი საერთაშორისო პროექტები

მიზნები და ამოცანები

თბილისი უნდა იქცეს ინოვაციური სტარტაპების ჰაბად.

ინიციატივები:

ქალაქის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო სტარტაპ ფონდების თანამშრომლობით გაიმართება ყოველწლიური ფორუმი ინოვაციური პროექტების გამოსავლენად.


III. დასაქმება და წარმატება



თბილისი უნდა იყოს ეკონომიკური, კულტურული, ინოვაციური და სატრანსპორტო გლობალური სმარტ-ჰაბი:

ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს კულტურისა და განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის, ასევე, სპორტისა და ტურიზმის სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებს მთელი წლის მანძილზე.

საერთაშორისო ბიზნესის მოზიდვის მიზნით კომპანიის რეგისტრაციისა და ადმინისტრირების სმარტ-სერვისების განვითარება

თბილისმა, როგორც გლობალურმა ლიდერმა უნდა უზრუნველყოს ბლოკჩეინ-ეკონომიკისა და კაპიტალის მოზიდვის მიზნით, რეგულაციების დონეზე შესაბამისი შესაძლებლობებისა და სტიმულების შექმნა.

ქალაქის საინვესტიციო ბიუჯეტის და მოქალაქეთა შემოსავლების გასამმაგება მეგა-პროექტების შექმნისა და მათი ICO მექანიზმებით კრიპტო-ინვესტიციების მოზიდვით

ახალი უბანი ლილოს დასახლებაში – პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი მსოფლიოში



1. #თბილისი – სმარტ-ჰაბ – ბლოკჩეინ-ეკონომიკის გლობალური ლიდერი



გამოწვევები

IV ინდუსტრიული რევოლუცია ახალ ეკონომოკურ სტიმულებს აჩენს. სამწუხაროდ, თბილისი არ არის მომხიბვლელი ბიზნესის საწარმოებლად.

მიზნები და ამოცანები

საქართველო უნდა გახდეს გლობალური ბლოკჩეინ ეკონომიკის ლიდერი,შესაბამისი რეგულაციების შექმნითა და მისი ბლოკჩეინ-მენეჯმენტზე ტრანსფორმაციის გზით.

ინიციატივები

eCard Tbilisi – ციფრული ID/ლოიალობის ბარათი ტურისტებისათვის
ყველაზე მარტივი პროცედურები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თბილისში ბიზნესის დასარეგისტრირებლად.
ყველა კომპანიის მფლობელი მიიღებს ბიზნეს ბარათს, რითაც შეძლებს კომპანიის სრულად მართვას, ბანკში ანგარიშის გახსნას და ფინანსური აქტივების მართვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
საგადასახადო გარემო მოერგება ასეთი ტიპის ბიზნესების საჭიროებებს;
ყველა სერვისი განხორციელდება კერძო კომპანიების მეშვეობით,
ბლოკჩეინ-ეკონომიკის ლეგალიზაცია


2. #თბილისი მსოფლიო ტურისტული ცენტრი – ოთხი სეზონის ქალაქი

გამოწვევები

ტურისტების მატების მიუხედავად ბოლომდე არ არის ათვისებული ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი. ტურისტული ნაკადების თავმოყრა მხოლოდ ქალაქის ცენტრში, ხელს უშლის მათგან მიღებული შემოსავლის გადანაწილებას სხვა უბნებში

მიზნები და ამოცანები

თბილისი უნდა იქცეს ტურისტული მეგა-ღონისძიებების ცენტრად მთელი წლის მანძილზე

ინიციატივები

ოთხი ღონისძიება რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას დედაქალქში

თბილისობა გახდება საერთაშორისო ფესტივალი და უმასპინძლებს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებსა და მათ მაცხოვრებლებს.
1–7 იანვარს თბილისში გაიმართება ყველაზე დიდი საახალწლო ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მოიზიდავს ტურისტებს და შექმნის სამუშაო ადგილებს.
1–15 მაისს თბილისში გაიმართება გლობალური კრიპტოინოვაციური ფორუმი.
ზაფხულში თბილისში გაიმართება მსოფლიო ხალხების ეთნო-კულტურული ფესტივალი.


3. პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი თბილისში

გამოწვევები

თბილისის ცენტრალური უბნები გადატვირთულია საცხოვრებელი და ბიზნეს ფუნქციებით, მაშინ როდესაც პერიფერიები ჯერაც ასათვისებელია.

მიზნები და ამოცანები

თბილისის ზღვასა და აეროპორტს შორის შეიქმნება მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინ-ქალაქი – ნიუ-სითი ახალი ოფისებითა და სამუშაო ადგილებით. აშენდება კრიპტო-ინვესტიციების გზით, რაც შექმნის ბაზისს მოქალაქეებისათვის შემოსავლების ზრდისა და თბილისის ლიდერთა შორის დამკვიდრებისთვის.

ინიციატივები:

შესაბამისი საინვესტიციო პაკეტის შექმნა
თბილისის თითოეულ მაცხოვრებელს დაურიგდება ბლოქჩეინ ქალაქის კრიპტო აქცია.
ბლოკჩეინ ქალაქის დანარჩენი აქციები გატანილი იქნება ICO ზე, რითიც მოხდება საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა. კრიპტო-აქციები საშუალებას მისცემს მათ ფლობელებს მიიღონ შემოსავალი იჯარიდან და სხვა კომერციული პროექტებიდან, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელედება.
ბლოკჩეინ ქალაქი თბილისი იმუშავებს სრულად მზის ენერგიაზე
ბლოკჩეინ-თბილისში იქნება მხოლოდ ელექტრო ტრანპორტი და იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი რეგიონში
ყველა პროცედურა/სერვისი და უსაფრთხოების სისტემები იქნება სრულად ავტომატიზირებული და ონლაინ-ხელმისაწვდომი


4. #თბილისი – გლობალური საჰაერო ჰაბი

გამოწვევები

არასწორი პოლიტიკის შედეგად თბილისის მოსახერხებელი მდებარეობის არ არის რეალიზებული, დღეს ის წარმოადგენს საჰაერო კომუნიკაციების ჩიხს. ეს აძვირებს, როგორც ჩვენი მოქალაქეების ფრენებს უცხოეთში, ასევე, აფერხებს ტურისტების ნაკადების ზრდასაც – რაც ქმნის ეკონომიკურ დანაკარგებს .

მიზნები და ამოცანები

თბილისი უნდა და გახდეს რეგიონის საჰაერო ჰაბი პირდაპირი რეისებით ევროპის, აზიის, ამერიკის დედაქალაქებთან და ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრებთან, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება მოქალაქეებისათვის.

ინიციატივები

თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებისათვის ხელშემყობი პრეფერენციების შექმნა
დიდი და მცირე ბიუჯეტიანი (low cost) ავიაკომპანიების შემოყვანა
თბილისის აეროპორტში კომერციის ცენტრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა