ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არჩევნების დღე
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია.
„კანონმდებლობის თანახმად, აგიტაცია იკრძალება მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე, კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი ამომრჩევლების, მხარდამჭერების მობილიზებაც მოახდინოს“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ  თბილისში 6.3 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 59 424 ამომრჩეველია.

2016 წელს 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა  თბილისში 7.7 % , რაც რაოდენობრივად 76442 ამომრჩეველი შეადგინა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანი მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ქუთაისის #59 საოქლო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 35–ივე უბანი კანონით გათვალისწინებული დროით, დილის რვა საათზე გაიხსნა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30