ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არჩევნების დღე
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” და კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობენ და ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა
“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58% პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი.
ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.
ეგზიტპოლი,”რუსთავი 2″-ის დაკვეთით, მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაციამ – “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა.
ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციას ხმების დაცვაში ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს.
დაპირისპირება ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე „ლიბერალის“ ახალი ამბების რედაქტორ დავით გამისონიასა და უბანზე შეკრებილ პირებს შორის
N1 დაბა ასპინძის საარჩევნო უბანზე, თავმჯდომარემ სამართალდამცველები გამოიძახა. პოლიციის გამოძახების მიზეზად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გულქან მელიქიძე, ხმაურს ასახელებს. საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხმაური "ქართული მარშის" წარმომადგენლებმა გამოიწვიეს.ასპინძაში,  ამ დროისათვის, ვითარება განმუხტულია.
”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ნინო ბურჯანაძე - ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის მასობრივი ხარჯვა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა


დიდუბის პირველ, მთაწმინდის მე-6 და საბურთალოს 72-ე საარჩევნო უბნებიდან ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენლები სრულიად უკანონოდ გამოაძევეს, - ამის შესახებ დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის წარმომადგენელმა ცესკო-ში ივანე ნორაკიძემ განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30