"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ოფისში ფოერვერკებით აღნიშნეს არჩევნების პირველადი მონაცემები. როგორც საარჩევნო შტაბის პრესსამსახურმა "ლაივპრესს" განუცხადა, საარჩევნო უბნებიდან მიღებული ამ დროის მონაცემებით მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში
ფოთის #31-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე ,,ნაციონალური მოძრაობის’’, ,,ლეიბორისტული პარტიისა’’ და ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის’’ მერობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან პარტიის დამკვირვებლების გამოძევება მაქსიმალურად მიმდინარეობს.
მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მიაახლოვონარჩევნების შედეგები გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.
20:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 43.4 % მიიღო არჩევნებში მონაწილეობა (409 763 ამომრჩეველი).
2016 წელს 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა თბილისში 50%
იყო (495275 ამომრჩეველი).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად თბილისს, აქ ამომრჩეველთა აქტივობა 43,4 პროცენტი იყო.
ცესკოს ცნობით, საერთო ჯამში 204 საჩივარი დაიწერა და ისინი ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.
ეს რუსთავი 2ია. ჩვენ ვაჩვენებთ რეალობას მაშინაც, როცა ის არ მოგვწონს", - წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
თუ ფიქრობთ, რომ მე მომწონს, რაც გამოვაქვეყნეთ, ცდებით, თუმცა, გამოვაქვეყნეთ ის, რაც მივიღეთ. და მივიღეთ ის, რაც არის. "მეგობრებო, ეგზიტპოლის შედეგებს რ2 იღებს ფაილების სახით, შეყავს გრაფიკაში და აქვეყნებს.
თელავის საოლქო-სარჩევნო კომისის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, 55 580 ამომრჩევლიდან 22 149 -მა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, რაც საერთო რაოდენობის 45 პროცენტია.