ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
“ქართული ოცნების” მარნეულის სიის ათეულის ბიოგრაფიები
“ქართული ოცნების” მარნეულის სიის ათეულის ბიოგრაფიები
06 ოქტომბერი, 2017 წ.
1. ამირან გიორგაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. 1985 წელს სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა დაასრულა. 1985-1992 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-მექანიკის ფაკულტეტზე ისწავლა. 1992- 2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მარნეულის რეგიონალურ პოლიციაში. 2005-2012 წლამდე კერძო ბიზნესში მოღვაწეობდა.2012 წელს შეუერთდა ქართული ოცნების რიგებს. 2014 წლეს ქართული ოცნების თავმჯდომარე 2014-2017 წლიდან არის მარნეულის მუნციპლიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

2. ბესიკ გელენიძე„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეორე ნომერი. 1976 წელს დაიბადა სოფელ ხონში. განათლებით არის ეკონომისტ-იუსრისტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2000 წელს დაასრულა. 1998-2006 წელს იყო მარნეულის საკრებულოს მდივანი. 2014-2015 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნციპალურ ზედამხედვალად საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

3. მამუკა ნავერიანი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მესამე ნომერია. აქ მის შესახებ ინფორმაცია უნდა წაგეკითხათ და ინტერვიუ მოგესმინათ, თუმცა მთელი დღის მანძიზე ის ჩვენ ზარებს არ პასუხობდა.

4. მარნეულის “ქართული ოცნების” შტაბის მიერ მოწოდებული ოფიციალური სიის თანახმად პროპორციული სიის მეოთხე ნომერი ნიკოლოზ გოგოჭურია, თუმცა ის ჩვენთან საუბარში უარყოფს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კავშირს. გოგჭურის თქმით, ის პარტია „კონსერვატორების“ წევრია და არ იცის რატომ არის სიაში.

5. ნოდარ მთავრელიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეხუთე ნომერია. დღემდე ჩართულია თამბაქოს ბიზნესში და მარნეულში აქვს რესტორანი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

6.ზურაბ ფანგანი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეექვსე ნომერია. დაიბადა მესტიაში და ათი წლის ასაკიდან ცხოვრობს მარნეულის მუნციპალიტეტში. პროფესიით არის ეკონომისტი, დაასრულა კერძო სასწავლებელი. 2017 წლამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და დაკავებული იყო კერძო ბიზნესით.

7. გივი გიორგაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია.1983 წელს დაასრულა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, პროფესიით აგრონომია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

8. დავით ხუციშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მერვე ნომერი. დაიბადა 1988 წელს, სოფელ თამარისში. 2005 წელს დაასრულა განათლება საჯარო სკოლაში. 2006-2098 წელს სწავლობდა მარნეულის სტომატოლოგიურ კოლეჯში. შემდეგ წლებში სწავლობა საქარტველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სარკინიგზო ინჟინერიაზე და მუშაობდა მარაბდა-ახლაქალის ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს „საქართველოს ლიბერთი ბანკში“. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

9. ნიკოლოზ მუმლაძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეცხრე ნომერია. 1985 წელს დაასრულა „ფიკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი“ , დაუსწრებელზე სწავლობდა მოსკოვის უმაღლესი პოლიციის აკადემიაში. 2001 წელს ივანე ჯაბახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურდიული მიმართულებით დაასრულა. არის სპორტსენი ძალოსნობაში და მრავალგზის ჩემპიონი. ის წლების მანძილზე მუშაობდა ძალოვან უწყებებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1992-1995 წლებში მარნეულის მუნციპლაიტეტის გამგებელი იყო .ნიკოლოზ მუმლაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით 2012 წელს დააპატიმრეს და მისი გათავისუფლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა. 2013-2014 წლებში იყო მარნეულის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის თანამშემწე.ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

10. თორნიკე გოგლიძე „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეათე ნომერია. 1990 წელს დაიბადა. სოფელ ასურეთში დაასრულა საჯარო სკოლა და 2009 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, პროფესიით ფინანსისტია. ჰყავს მეუღლე.

http://marneulifm.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31