ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კალაძე: ჩემი მთავარი კონკურენტი თბილისის ტკივილი და წუხილია
კალაძე: ჩემი მთავარი კონკურენტი თბილისის ტკივილი და წუხილია
05 ოქტომბერი, 2017 წ.
„ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის გამოწვევას, დებატებში მონაწილეობაზე.

„ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა „ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი სახელისუფლებო კანდიდატს, კახი კალაძეს კვლავ მოუწოდებს მიიღოს მისი გამოწვევა და მასთან წინასაარჩევნოდ დებატები გამართოს.

ვიდეოში, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ, ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს ელისაშვილი კალაძეს მიმართავს:

„დემოკრატიას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი:აუცილებელია, რომ მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს, ეს იაფი ინსტრუმენტია, თანაბარი მოცემულობაა, ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა... გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში, დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე პირობას გაძლევ, აირჩიე სტადიონი, და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი შეგეჯიბრები".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30