ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არჩევნებში 4835 მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
არჩევნებში 4835 მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
04 ოქტომბერი, 2017 წ.
2017 წლის 21 ოქტომბრს 64 მუნიციპალიტეტში(59 თვითმმართველი თემში და 5 თვითმმართველ ქალაქში) მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.
სულ 64 საკრებულოში უნდა აირჩეს 2058 წევრი, საიდანაც 1088 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან უნდა აირჩეს, ხოლო 970 პარტიული სიით.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 38 პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 36 პარტიამ. ორს("საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია" და "ახალი პოლიტიკური გაერთიანება" - "გირჩი") რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. მოგვიანებით სამმა("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს " , "საქართველოს კომუნისტური პარტია" , "ქართული დასი" ) პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი სურვილით უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

საბოლოოდ, არჩევნებში 27 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას - 22 პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეეობას, ხოლო 11 პოლიტიკური პარტია 5 საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა.

1088 ერთმანდატია საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულია 4835 საკრებულოს წევრობის კანდიდატი. საიდანაც 198 საინიციატივო ჯგუფის წარდგენილია. ყველაზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი ხაშურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირდა - თითოეულში 12;

ყველაზე მეტი მაჟორიტარი კანდიდატი ქართულ ოცნებას ყავს - 1087,
„ ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო” – 952, „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა” – 906, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 690.

საერთოდ არ ყავთ მაჟორიტარი კანდიდატები ტრადიციონალისტებს, ერთობისა და განვითარების პარტიას და ახალ მემარჯვენეებს .

პარტიული სია ყველა მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” , „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

პარტიული სია არცერთ მუნიციპალიტეტში არ წარუდგენია „მერაბ კოსტავას საზოგადოება”-ს.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30