ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზვიად სიჭინავას საგანგებო განცხადება
ზვიად სიჭინავას საგანგებო განცხადება
25 სექტემბერი, 2017 წ.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი (ზვიად) სიჭინავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდზე ბილბორდებზე განსათავსებელი რეკლამა კომპანია Outdoor.ge-ს დაუკვეთა, რადგანაც სხვა ალტერნატივა არც არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, გაწერილია ყველა დეტალი და მერობის კანდიდატი აღნიშნულ სარეკლამო კომპანიას ბილბორდზე სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, აღნიშნული კომპანიის მიერ 23 სექტემბერს დამონტაჟებული ბილბორდები ქალაქ ზუგდიდში რამდენიმე საათში ერთმანეთის მიყოლებით „ჩამოიყარა“.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ოთხივე ბილბორდს, რომელზეც დომენტი სიჭინავას პოსტერები განთავსდა, ტექნიკური პრობლემები ჰქონდათ.

არაერთი ზარისა მითითებულ სარეკლამო კომპანიაში, დაუყოვნებლივ აღმოფხვრილიყო პრობლემა და არაერთი დაპირებისა, რომ ხარვეზი საღამომდე გამოსწორდებოდა, ამ დრომდე, ზვიად სიჭინავას სარეკლამო ბილბორდები კვლავ არ დამონტაჟებულა და კომპანიას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული მათ მონტაჟზე, თავიც კი არ შეუწუხებია ამის მოსაგვარებლად.

ვინაიდან, ამ დრომდე Outdoor.ge-ს არ მოუგვარებია საკითხი და არც ფიქრობს მის გამოსწორებაზე, ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან და აღნიშნული კომპანია მიზანმიმართულად აფერხებს ბილბორდებზე ხარვეზის აღმოფხვრას.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ჩაერთონ ამ საკითხის გარკვევაში და იქნებ მათ მაინც მიიღონ პასუხი, როგორ აღმოჩნდა რამდენიმე ბილბორდზე ერთად ტექნიკური პრობლემა, რატომ არ მოგვარებულა ეს საკითხი ამ დრომდე და ვის ინტერესებში შედის დომენტი სიჭინავასთვის საარჩევნო პროცესების წარმათვაში ხელის შეშლა!
Outdoor.ge-ს მიერ შესრულებული მომსახურება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული კომპანია დაკვეთას ასრულებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30