ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ასპინძის საოლქო კომისიამ ასპინძის გამგებელი სამართალდამრღვევად ცნო
22 სექტემბერი, 2017 წ.
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივარი დღეს, 21 სექტემბერს განიხილა. სხდომას კომისიის წევრები და მხარეები, ასევე ცესკოდან პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი ესწრებოდნენ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივრის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ, რომელიც საინიციატივო ჯგუფიდან მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს ააიპ–ების ხელმძღვანელებს თათბირი ჩაუტარა.

„ცაბაძემ მათ განუცხადა, რომ ააიპ-ების ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან: ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) უნდა მივიდეს შტაბში და მოაწეროს ხელი ლევან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში“, – ვკითხულობთ „მრავალეროვანი საქართველოს განცხადებაში.

როგორც სხდომაზე საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ასპინძის გამგეობას წერილობით მიმართეს, რომ აღნიშნულ საკითხზე თავიანთი მოსაზრება წარედგინათ. გამგეობიდან საოლქოში ლევან ცაბაძის და ასევე ააიპ–ების ოთხი თანამშრომლის ახსნა განმარტებები წარადგინეს. ცაბაძისა და ააიპ–ების თანამშრომლების მიერ წარდგენილი განცხადებები იდენტურია. მათი განცხადებით, გამგეობაში 29 აგვისტოს ჩატარდა სამუშაო თათბირი, სადაც ააიპ–ის ერთ–ერთი თანამშრომლის მიერ გამგებლის მისამართით დაისვა შეკითხვა, მართლა იყრიდა თუ არა იგი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს. შეკითხვაზე ცაბაძემ უპასუხა, რომ იგი კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ემიჯნებოდა და ამის გარდა თუ რაიმე შეკითხვა ჰქონდათ, შეეძლოთ მის საინიციატივო ჯგუფში მისულიყვნენ და იქ გაერკვიათ.

ცაბაძემ და პაპაშვილმა ის, რომ ყველა მოხსენება იდენტური იყო, იმით ახსნეს, რომ ამბავი ნამდვილად ისე იყო, როგორც მოხსენებებში წერია.

„ადამიანმა რომ შეკითხვა დამისვა, პასუხი არ უნდა გამეცა?! „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში რაც წერია, მტკნარი სიცრუეა“, – განაცხადა სხდომაზე ცაბაძემ.

მისი თქმით, მან თათბირი გამგეობაში მოახლოებული არჩევნების გამო ჩაატარა: „არჩევნები ახლოვდება და რაიმე პრეტენზიები რომ არ წარმოქმნილიყო მოქალაქეების მხრიდა,ნ მინდოდა მუშაობის მაქსიმალურ რეჟიმზე გადასულიყვნენ. აქ დაბარებულები იყვნენ გარე განათების, დასუფთავების თანამშრომლებიც. ეს თათბირი იმიტომ ჩავატარე, რომ ზოგადად მე რაც გამგებელი ვარ, ყოველ ღამე დავდივარ და ვამოწმებ სადმე განათების ნათურა ხომ არ გადაიწვა, ან ნაგავი ხომ არ ყრია. ამიტომ მე მათ ვუთხარი, რომ ამის გასაკონტროლებლად აღარ მეცლებოდა და თავად გაეკონტროლებინათ. სხვა სახის საუბარი იქ არ ყოფილა, არც არავინ დამიბარებია“.

ვიდრე N39–ე, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლოლაძე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, სხდომაზე საკთარი პოზიცია აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, ცესკოდან პროცესების მართვის დეპარტამებტის თანამშრომელმა სოსო პარუნაშვილმა დააფიქსირა. მისი თქმით, „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივარი ძალიან სუსტი, არასრული და ბუნდოვანია, თუმცა, როგორც საოლქო კომისიაში წარდგენილი მასალებიდან ირკვევა, ადმინისტრაციული რესურისის გამოყენებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ეს კი გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ გამგებელმა სამუშაო თათბირზე ააიპ–ების თანამშრომლებს უთხრა, რომ მის საინიციატივო ჯგუფში მისულიყვნენ თუ დამატებით რაიმეს გარკვევა სურდათ.

ნიკოლოზ ლოლაძის განცხადებით, ცაბაძის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნა სამსახურეობრივი მდგომარეობა.

საოლქო კომისიამ ცაბაძეს აღნიშნულზე სამართალდარღვევის ოქმი (N100081) შეუდგინეს. რომლის მიხედვითაც ცაბაძემ საარჩევნო კოდექსის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დაარღვია, რაც გულისხმობს „ სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას“.  ამავე კოდექსით აღნიშნული დარღვევა 2 000 ლარით ჯარიმდება.

დაჯარიმდება თუ არა ცაბაძე ამას სასამართლო გაარკვევს. თავად ცაბაძე კი აღნიშნულ ოქმს არ დაეთანხმა.

http://sknews.ge

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30