”დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” - მედიკამენტებთან დაკავშირებით მომზადებული სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ
დაბლოკეს საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” განცხადებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით მომზადებული სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ დაბლოკეს. ბლოკი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკმა საჩივრით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომისიამ დაადასტურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „აჭარის ტელევიზიის“ მხრიდან კანონის დარღვევა და მათ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1500-1500 ლარით დაჯარიმების შესახებ.
”საქართველოს აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასები რამდენჯერმე აჭარბებს მეზობელ ქვეყნებში მოქმედ ფასებს. სააფთიაქო მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ბლოკის ლიდერებმა - თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ - აღნიშნულ საკითხზე დაამზადეს სარეკლამო რგოლი, სადაც საუბარია საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად მოხმარებადი პრეპარატის - „კაპტოპრილის“ ფასზე, რომელსაც ქართველი მონოპოლისტი ოლიგარქები 4.5 ლარად ყიდიან, ხოლო მეზობელ ქვეყნებში მისი ფასი 0.5 ლარია.
მიუხედავად მაუწყებლებზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „აჭარის ტელევიზიამ“ კახა კუკავას და დიმიტრი ლორთქიფანიძის კლიპი აკრძალეს.
ის რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული, ცხადად ჩანს მაუწყებლების მიერ ბლოკისთვის გამოგზავნილი აბსურდული დასაბუთებიდან, თითქოს კლიპი კომერციული ხასიათისაა და მისი მიზანია მასში გამოყენებული პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა.
საარჩევნო ბლოკმა საჩივრით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომისიამ დაადასტურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „აჭარის ტელევიზიის“ მხრიდან კანონის დარღვევა და მათ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1500-1500 ლარით დაჯარიმების შესახებ”, - ნათქვამია ბლოკის განცხადებაში.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები