ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკოში  საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
22 სექტემბერი, 2017 წ.
ცესკოში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩეველთა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

3634-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო საქმიანობების განხორციელება. გუშინ დასრულდა პირველი სხდომების ჩატარების პროცესი, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, კანონმდებლობის თანახმად, საკუთარი შემადგენლობიდანვე აირჩიეს კომისიების თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. დეტალური ინფორმაცია კომისიის არჩეული ხელმძღვანელი პირების ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.

პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე რეგისტრირებული პარტიისა და მედიის წარმომადგენლები.

საუბნო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიებში საკუთარი მონაცემები.

იმ შემთხვევაში, თუ 1 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, მას შეუძლია საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისების მეშვეობით ან დაუკავშირდეს ცესკოს საინფორმაციო ცენტრს.

თუ ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს სიაში არ ყოფნის გამო ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 3 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე არის გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზევე აქვთ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

შეგახსენებთ რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სიის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონულად ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონისა და პლანშეტის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ასევე, სწრაფი გადახდის ტერმინალებით.

ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის, ხოლო ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლები ინფორმაციის მიიღებას ასევე შეძლებენ ჟესტურ ენაზე, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით.

1 სექტემბრის მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 442 455 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 22 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე 243 030 მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30