ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გორის მოქმედი გამგებელი, მერის პოსტისთვის, "შენების მოძრაობიდან" იბრძოლებს
გორის მოქმედი გამგებელი, მერის პოსტისთვის, "შენების მოძრაობიდან" იბრძოლებს
21 სექტემბერი, 2017 წ.
"შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გორის მერობის კანდიდატად მხარდმაჭერებს, გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი, დავით ონიაშვილი წარუდგინა.
ონიაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მუნიციპალიტეტის გამგებლად, "ქართული ოცნებიდან" გავიდა. ამჟამად კი, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად არჩევანი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე, კონსტანტინე თავზარაშვილზე შეაჩერა.

ონიაშვილმა კი, "შენების მოძრაობის" შემოთავაზება მიიღო და მერის პოსტისთვის სწორედ ამ პარტიიდან იბრძოლებს.

დავით უსუფაშვილმა უკვე დაასახელა "შენების მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ქალაქ გორში. სიის სათავეში, რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი, ბადრი ნანეტაშვილია. კანდიდატების წარსადგენად გორში, უსუფაშვილთან ერთად, "შენების მოძრაობის" სხვა ლიდერებიც იმყოფებიან. მოძრაობის ლიდერის თქმით, გორში მათი გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და დარწმუნებულია, რომ ონიაშვილი ქალაქის მერი გახდება.

აღსანიშნავია, რომ დმანისის გამგებელმა "ქართული ოცნება" დატოვა და "შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი გახდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30