ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დღეს საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული წესით სიების წარდგენის ბოლო დღე აქვთ
დღეს საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული წესით სიების წარდგენის ბოლო დღე აქვთ
21 სექტემბერი, 2017 წ.
“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ პარტიულ სიებს, ხოლო პროპორციული წესით ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი პარტიულ სიებს წარუდგენს ცესკოს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

პარტიულ სიას ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მისი წარდგენიდან 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

თუ არჩევნებში მონაწილე პარტიას ან ბლოკს დაუდგინდა ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაცია წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს საარჩევნო კოდქსით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ და მიუთითებს კონკრეტულ შეუსაბამობას. პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო:  იმედი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30