ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გუგავა: მერიაში პრემია-დანამატებს გავაუქმებ, უსაქმურ სანათესავოს და პარტაქტივს გამოვყრი
გუგავა: მერიაში პრემია-დანამატებს გავაუქმებ, უსაქმურ სანათესავოს და პარტაქტივს გამოვყრი
20 სექტემბერი, 2017 წ.
"ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა "აიპრესთან" ინტერვიუში იმ საკითხებზე საუბრობს, რის გაკეთებესაც მერად არჩევის შემთხვევაში 1 თვეში აპირებს.

"მე გეტყვით მერად მოსვლის შემთხვევაში ერთ თვეში რას გავაკეთებ. 1. დაცვა უნდა მოიხსნას, როგორც მერის კარებიდან, ისე გამგეობებიდან და ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან. ბუნებრივია თვითმმართველობის ფუნქციებში რაც შედის. არანაირი დაცვა არაა საჭირო, რომ ამომრჩეველი საკუთარ მრჩეველს შეხვდეს. დაცვის ბარიერები არ სჭირდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა ეს ბარიერები. მეტსაც გეტყვით, „გუგავა მოდისო“ აქედან რომ გამოვიდეთ. სადაც ადმინისტრაციული შენობა არ იქნება იქ მერი უნდა გავიდეს, გაშალოს კარავი და პირდაპირ იმ უბანში უნდა მიიღოს მოქალაქეები თავიანთ საჭირბოროტო საკითხებზე.

მეორე უნდა გაუქმდეს ყველა პერსონალური ავტომობილი. თვითმმართველობის თანამდებობის პირებს არ სჭირდება, არც ბენზინი და არც ძვირადღირებული ავტომობილები. ყველას ჰყავს ავტომობილი, ვისაც არ ჰყავს, ნება იბოძოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იაროს. ხალხთან უფრო ახლოს იქნება და უკეთესად გაეცნობა მათ პრობლემებს. ამით დაიზოგება უზარმაზარი თანხები.

თვეში 1000 ლიტრამდე საწვავს იღებენ, ან სად ხარჯავენ, დედამიწას ურტყამენ წრეს?! სად მიაქვთ?! ეს ხომ ძარცვაა. ეს დაზოგილი თანხები უნდა გადავუნაწილოთ მათ, ვინც თბილისს ემსახურება. ესენია: დასუფთავების სამსახურის რიგითი თანამშრომლები, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, ტრანსპორტის თანამშრომლები, ბაგა-ბაღების პედაგოგები, ახალგაზრდებზე, რომლის ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ სწავლის საფასური გადაუხადოს. აკადემიური თვალსაზრისით წარჩინებულ სტუდენტებს რა თქმა უნდა დააფინანსებს მერია. საუბარი მაქვს მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებზე.

უნდა აიკრძალოს ყოველგვარი პრემია-დანამატების გაცემა. სანამ გყავს მშიერი მოქალაქეები და მას საკვებად 1.18 ლარს აძლევ, სანამ გყავს ამდენი უსახლკარო და გყავს ბავშვები, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან, ყოველწლიურად 500 ბავშვი იღუპება, ეს კატასტროფაა. როდესაც ასეთ პირობებში პრემია-დანამატებს იღებ დამნაშავე ხარ. ეს უნდა აიკრძალოს და ეს იქნება პირველი გადაწყვეტილება", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კითხვაზე, საუბრობთ დაცვის სამსახურის მოხსნაზე და პრემია-დანამატების გაუქმებაზე. საჯარო სამსახურებში თანამშრომლების შემცირებასაც ხომ არ აპირებთ? - გიორგი გუგავა ასე პასუხობს:

"უსაქმური სანათესავო და პარტაქტივი უნდა გამოყარო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან. ისინი არ უნდა შეინახო ბიუჯეტის ხარჯზე", - აღნიშნა გიორგი გუგავამ. 

http://www.ipress.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30