ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ პირველი პრესკონფერენცია გამართა
 ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ  პირველი პრესკონფერენცია გამართა
13 სექტემბერი, 2017 წ.
მისიის ხელმძღვანელმა, კორიენ იონკერმა განაცხადა, რომ ისინი დღეიდან, არჩევნების დამთავრებამდე იმუშავებენ.

კორიენ იონკერის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის ძირითადი ჯგუფი 14 ექსპერტისაგან შედგება, მოგვიანებით 22 ექსპერტი ეწვევა საქართველოს და ქვეყნის რეგიონებში გადანაწილდებიან, ხოლო არჩევნების დღეს ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების 350 დამკვირვებელი დაემატება.

”შეხვედრები უკვე გვქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ თანამშრომლობისთვის. ჩვენი მთავარი ფუნქციაა დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ გავაკეთოთ ანალიზი. ჩვენი სამუშაო ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიც არის მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა”, - განაცხადა კორიენ იონკერმა.

მისივე თქმით, დაკვირვების ფარგლებში მისია ასევე მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას და სადამკვირვებლო მისიის მანძილზე ისინი შეხვდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგელნლებს, კანდიდატებს, სამოქალაქო სექტორის, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

”არჩევნების დღეს მონიტორინგს გავუწევთ საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურას”, - განაცახდა კორიენ იონკერმა.

მისი თქმით, მისია შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ შეფასებას არჩევნების მეორე დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთებს. მისი თქმით, სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს საარჩევნო პროცესის დასრულებიდან 8 კვირაში გამოაქვეყნებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31