ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
12 სექტემბერი, 2017 წ.
საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით,   საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია უფასო წინასაარჩევნო რეკლამებისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 7.5 წუთი (450 წამი) მაგრამ არა უმეტეს 90 წამი ერთ სუბიექტზე. აღნიშნული დროის გადანაწილება უნდა მოხდეს თანაბრად და არადისკრიმინაციულად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

საარჩევნო სუბიექტები ასევე სარგებლობენ ფასიანი საეთერო დროის გამოყენების უფლებით.

გთავაზობთ ტელეკომპანიების მიერ წინასაარჩევნო სარეკლამო მომსახურების ზოგიერთ მონაცემს:

იმედი

ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 276 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 60 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური: 1755 ლარი; მაქსიმალური: 12740 ლარი;

პარტიები რომლებმაც ამ დროისათვის ისარგებლებს უფასო მომსახურებით:
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი საქართველი, ევროპული საქართველო, ახალი საქართველო, საქართველოს ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ქართული ოცნება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი


ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 138 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 120 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური: 850 ლარი; მაქსიმალური: 5000 ლარი;

პარტიები რომლებმაც ამ დროისათვის ისარგებლებს უფასო მომსახურებით:
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი საქართველი, ევროპული საქართველო, ახალი საქართველო, საქართველოს ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია,ეროვნული ფორუმი.

მაესტრო

ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 276 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 60 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური: 630,5 ლარი; მაქსიმალური: 3185 ლარი;

პარტიები რომლებმაც ამ დროისათვის ისარგებლებს უფასო მომსახურებით:
თავისუფალი საქართველი, ევროპული საქართველო, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია.

რუსთავი 2


ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 276 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 60 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური 675 ლარი; მაქსიმალური 5725 ლარი;

პარტიები რომლებმაც ამ დროისათვის ისარგებლებს უფასო მომსახურებით:
ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი საქართველი, ევროპული საქართველო, ახალი საქართველო, საქართველოს ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია.

იბერია

ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 150 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 80 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური 300 ლარი; მაქსიმალური 500 ლარი;

კავკავსია

ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგძლივობა შეადგენს 150 წთ-ს. მათ შორის უფასო საეთერო დრო 80 წთ-ს.

ფასიანი რეკლამის ერთი წუთის ღირებულება - მინიმალური 420 ლარი; მაქსიმალური საფასური: 1200 ლარი;

ivote.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30