სამცხე–ჯავახეთში მერობის 3 და მაჟორიტარობის 14 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა
11 სექტემბერი, 2017 წ.
ექვსი მუნიციპალიტეტიდან, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატები მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში – ადიგენში, ასპინძასა და ნინოწმინდაში დარეგისტრირდნენ.

ადიგენში მერობისთვის გამგებლის ყოფილი მოადგილე მინდია ჯელია, ასპინძაში მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, ნინოწმინდაში კი ანდრანიკ კარსლიანი იბრძოლებენ.

ახალციხესა და ბორჯომში დამოუკიდებელი კანდიდატი არც მაჟორიტარებში იქნება. ხუთი დამოუკიდებელი კანდიდატია ადიგენში, ერთი ასპინძაში, შვიდი ახალქალაქში და ერთი ნინოწმინდაში.


sknews.ge
ბეჭდვა