ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების მიმოხილვა
29 აგვისტო, 2021 წ.
1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ", რომლის თანახმად საქართველოში შენარჩუნდა ადგილობრივი მმართველობის ორდონიანი სტრუქტურა - ქვედა დონეზე (966 -სოფელი, დაბა, თემი, მცირე ქალაქი) ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც წარმომადგენლებითი ორგანო - საკრებულო ირჩეოდა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი - გამგებელი ირჩეოდა, შესაბამისი საკრებულო შემადგენლობიდან. გამგებელი იმავდროულად იყო საკრებულოს თავმჯდომარე;

ზედა დონეზე (60 რაიონი და 5 ქალაქი - თბილისი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ერთგვარი სიმბიოზი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლებაის პირველ პირს - გამგებელს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით), ხოლო წარმომადგენლებითი ორგანო - საკრებულო ირჩეოდა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე.

საკრებულოების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა სამი წლით.

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილისა, 1998 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა.

არჩეულ იქნა 1031 საკრებულო. არჩევნები ორი სხვადასხვა სისტემით ჩატარდა. იმ საკრებულოებში (378), რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 2.000-ზე მეტი იყო, არჩევნები გაიმართა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო იმ საკრებულოებში(653), სადაც მათი რაოდენობა 2.000-ს არ აღემატებოდა - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის(ბლოკური კენჭისყრა) საფუძველზე.

აქტიური საარჩევნო უფლებისთვის საარჩევნო ცენზი 18 წელი იყო, ხოლო პასიურისთვის - 21. აქტიური საარჩევნო უფლებისთვის დადგენილი იყო საკრებულოს ტერიტორიაზე ცხოვრების სამთვიანი ბინადრობის ცენზი (არჩევნებამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში), ხოლო პასიური საარჩევნო უფლებისთვის - საქართველოში მუდმივად ცხოვრების ხუთწლიანი ბინადრობის ცენზი.

კანდიდატთა წარდგენის უფლება ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ბლოკებს, ხოლო იქ, სადაც არჩევნები მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე იმართებოდა - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებსაც.

ყოველი საკრებულოს ასარჩევად თითო საარჩევნო ოლქი შეიქმნა.

საკრებულოებში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრა საკრებულოებში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ:

ხუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500-ს;
შვიდი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 000-ს;
ცხრა წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2 000-ს;
ცამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს;
ჩვიდმეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 10 000-ს;
ცხრამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 30 000-ს;
ოცდაერთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 50 000-ს;
ოცდახუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ზე მეტია.
ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, ფოთის და ქუთაისის საკრებულოების წევრების რაოდენობა განისაზღვრა 30 წევრით. ქალაქ თბილისის - 55 წევრით.

მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევნები ერთტურიანი იყო. ამომრჩეველს უფლება ჰქონდა, ხმა მიეცა იმდენი კანდიდატისთვის, რამდენმანდატიანიც იყო საარჩევნო ოლქი. არჩეულად ითვლებოდნენ ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებდნენ. თუ არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატი მოაგროვებდა ხმათა თანაბარ რაოდენობას, არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.

პროპორციული სისტემით გამართული არჩევნებისას პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრებოდა მიღებული ხმების რაოდენობისა და გასანაწილებელი მანდატების ნამრავლის გაყოფით პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე.. განაყოფის მთელი ნაწილი წარმოადგენდა პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც.

იმ საკრებულოებში სადაც ასარჩევი იყო 21 დეპუტატზე მეტი, დადგენილი იყო 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი.

თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდებოდა, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნებოდა მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნებოდა იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდებოდა, მანდატი მიეკუთვნებოდა იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

საარჩევნო კანონის თანახმად - არჩევნებში მონაწილეობისათვის პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიები პროპორციული ოლქების მინიმუმ 50%-ში (189 საკრებულოში) მაინც უნდა წარედგინათ. კანონის ამ მოთხოვნამ გამოიწვია არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რიცხვის შემცირება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ რეგისტრაციაში გაატარა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა, რომლებშიც 6 პარტია იყო გაერთიანებული.

მმართველმა პარტიამ - საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა - მართალია მან საკრებულოს საერთო მანდატების ნახევარზე მეტი (52,8%) მოიპოვა - მაგრამ მეორე დონის 65 რაიონისა და ქალაქის საკრებულოებიდან 33-ში მან 50%-ზე ნაკლები ადგილი მიიღო. ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა საქართველოს დედაქალაქსა და ოთხ ქალაქში - ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი.


არჩევნების შედეგები რაიონების და ხუთი ქალაქის მიხედვით:

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 2 822 001
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა: 1 692 741

პარტია(ბლოკი)

მიღებული ხმები

%

 

 

 

1. დემოკრატიული აღორძინების კავშირი

296263

17.42

3. საქართველოს თავისუფლების პარტია

5744

0.34

4. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

76093

4.47

5. სახალხო პარტია

104060

6.12

6. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

615430

36.19

7. საქართველოს სოციალისტური პარტია

127528

7.5

8. სრულიად საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი"

20185

1.19

9. საარჩევნო ბლოკი "ეროვნული თანხმობა"(საქართველოს სპორტსმენთა კავშირი, .საქართველოს რეფორმატორთა კავშირი)

17708

1.04

10. პოლიტიკური გაერთიანება "სპორტული საქართველო"

23199

1.3

11. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

125944

7.41

12. საქართველოს მწვანეთა პარტია

15700

0.92

13. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია;

151532

8.91

14. საარჩევნო ბლოკი "საქართველო _  მერაბ კოსტავას საზოგადოება"(მერაბ კოსტავას საზოგადოება, საქართველოს გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია , ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი )

25128

1.48



მიღებული ხმები ხუთი ქალაქის მიხედვით

თბილისი ბათუმი ქუთაისი რუსთავი ფოთი
პარტია მიღ.
ხმები
% მიღ.
ხმები
% მიღ.
ხმები
% მიღ.
ხმები
% მიღ.
ხმები
%
აღორძინება 18116 7.02 60833 89.55 5147 8.92 3602 15.72 1661 10.27
ტრადიციონალისტები 15710 6.09 8460 14.66
სახალხო პარტია 19100 7.4 2933 5.08 1510 6.59
მოქ.კავშირი 77286 29.9 14303 24.79 5213 22.75 5454 33.73
სოციალ. პარტია 32685 12.7 4146 7.18 20.88 9.11 992 6.13
ედპ 17152 6.65 4067 7.05 1995 8.71 1396 8.63
ლეიბორისტები 46206 17.9 9815 17.01 4798 20.94 1441 8.91
ერ.თანხმობა 1468 9.08
სპორტ.საქართ. 1484 9.18




პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა ქალაქების და რაიონის საკრებულოებში:


#

პარტიების  დასახელება

მანდატების რაოდენობა

თბი

ლისი

ბათ

უმი

ქუთა

ისი

ფო

თი

რუს

თავი

რაიონის

საკრებუ

ლოები

1

დემოკრატიული აღორძინების კავშირი

4

30

2

4

7

160

2

საქ. თავისუფლების პარტია

0

0

0

0

0

0

3

ქართველ ტრადიციონალისტთა  კავშირი

3

0

6

0

0

41

4

სახალხო  პარტია

4

0

1

0

2

67

5

“სმკ-საქ.    მოქალაქეთა     კავშირი”

20

0

10

14

9

609

6

სოციალისტური    პარტია

9

0

2

1

2

91

7

პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემი"

0

0

0

0

0

25

8

ბლოკი  “ეროვნული   თანხმობა”

0

0

0

3

0

10

9

პ\გ  “სპორტული საქართველო”

0

0

0

3

0

6

10

ედპ – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

3

0

2

2

2

93

11

საქართველოს მწვანეთა პარტია

0

0

0

0

0

3

12

საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია

12

0

7

3

8

106

13

ბლოკი  “საქართველო” – მ.კოსტავას საზოგადოება

0

0

0

0

0

9

 

სულ:

55

30

30

30

30

1220




თბილისი ბათუმი ქუთაისი რუსთავი ფოთი
პარტია მიღ.ხმები % მიღ.ხმები % მიღ.ხმები % მიღ.ხმები % მიღ.ხმები %
აღორძინება 18116 7.02 60833 89.55 5147 8.92 3602 15.72 1661 10.27
ტრადიციონალისტები 15710 6.09 8460 14.66
სახალხო პარტია 19100 7.4 2933 5.08 1510 6.59
მოქ.კავშირი 77286 29.94 14303 24.79 5213 22.75 5454 33.73
სოციალ. პარტია 32685 12.66 4146 7.18 20.88 9.11 992 6.13
ედპ 17152 6.65 4067 7.05 1995 8.71 1396 8.63
ლეიბორისტები 46206 17.9 9815 17.01 4798 20.94 1441 8.91
ერ.თანხმობა 1468 9.08
სპორტ.საქართ. 1484 9.18
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა