ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"ოცნება" 101-მა წევრმა დატოვა
06 სექტემბერი, 2013 წ.
რუსთავის რაიონული ორგანიზაციის 101-მა წევრმა ქართული ოცნების რიგები დატოვა. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, კოალიციის დატოვების მიზეზად ისინი 10 თვის განმავლობაში მთავარი დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებენ. მათივე თქმით, რეგიონში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ მიმდინარეობს. სავარუდოდ ყოფილი "ოცნების" აქტივისტები განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ. ორშაბათსვე გახდება ცნობილი ითანამშრომლებენ თუ არა ისინი რომელიმე პარტიასთან.

განაცყენებული ყოფილი "ოცნების" მომხრეები აცხადებენ, რომ იმ პირებისთვის რომლებმაც უშალოდ მიიღეს მონაწილეობა დაემარცხებინათ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი მიუღებელია პრემიერ მინისტრის მიდგომა. "უმსგავო ადამიანებთან კოაბიტაცია ჩვენთვის არს მიუღებელი... ქართული ოცნების სახელით ნაციონალი დანიშნეს მერად - ვერ ავუხსნით თანაქალაქელებს თუ რატომ ხდება ეს. ვიარეთ ოფისში, ბიძინასთან მაგრამ სამართალი ვერ ვნახეთ", - აცხადებენ "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრები.

http://www.newposts.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა