ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
კარდაკარის პროგრამა სტარტს ხვალიდან აიღებს
23 აპრილი, 2012 წ.

როგორც დღეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, 11 100 რეგისტრატორი თბილისსა და რეგიონებში ამომრჩეველთა მონაცემებს 10 ივნისამდე გადაამოწმებს.

კომისიის წარმომადგენლები აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური მოწმობითა და კომისიის ლოგოტიპიანი საქაღალდით. მონაცემების გადასამოწმებლად საჭიროა, მოქალაქემ კომისიის წარმომადგენელს პირადობის მოწმობა წარუდგინოს.

სპეციალურად გადამზადებული რეგისტრატორები, ხარვეზის შემთხვევაში და მოქალაქის განაცხადის საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესწორებას გააკეთებენ. აღირიცხება როგორც სხვა მისამართზე მცხოვრები პირები, ასევე დაუდგენელი მისამართები.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების გამოსარიცხად, მოსახლეობას პროექტში ჩართვისა და რეგისტრატორებთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესში, მეტი გამჭვირვალობისა და სიზუსტის მიზნით, რეგისტრატორთან ერთად, კომისიის წარმომადგენლის ჩართვა“,–აღნიშნა კომისიის თავმჯდოამრემ მამუკა კაციტაძმ.

სიების გადამოწმების კომისიაში მოქმედებს ცხელი ხაზიც. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, ცხელ ხაზზე დარეკოს და პროცესთან დაკავშირებით დეტალები გადაამოწმოს. ცხელი ხაზის ნომერია – 262 32 32.

 

http://7days.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა