არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის თამარ ჟვანიას განცხადებით, "ის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს, რადგან არ სურს, საარჩევნო პროცესი დისკრედიტირებული იყოს და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხინჯები დარჩეს".
როგორც "პირWელს" ჟვანიამ განუცხადა, იგი მზადაა, ცსკ-ის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, წარმატებით გაართვას თავი მოვალეობას.
"საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად, ყველას ერთად დგომა იქნება აუცილებელი. გაცნობიერებული მაქვს სამოქალაქო სექტორის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა. ამ რთულ პერიოდში, როცა არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ავიღე ეს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ არ მინდა, საარჩევნო პროცესი იყოს დისკრედიტირებული და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხინჯები დარჩეს", - განაცხადა ჟვანიამ და დასძინა, რომ მას სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის იმედი აქვს.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მას ჯერჯერობით არც პრეზიდენტთან და არც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებთან, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან, ცსკ-ის თავმჯდომარედ ერთ-ერთი უნდა აირჩოს, საუბარი არ ჰქონია.
"ვიდრე კანდიდატად დამასახელებდნენ, მხოლოდ იმ ხალხთან მქონდა საუბარი, რომელთა შორისაც გავიზარდე. ეს არასამთავრობო სექტორია", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჟვანიას არ სურს ამის შესახებ საუბარი, ვიდრე ცსკ-ის თავმჯდომარედ არ აირჩევენ, თუმცა აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობაა საჭირო.
"თუმცა არსებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, თუ ყველას მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანია 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ეს ორგანიზაციები არიან: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", ფონდი "ღია საზოგავდოება – საქართველო", "კონტიტუციის 42 მუხლი", "მრავალეროვანი საქართველო", "კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის", "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი".
http://pirweli.com.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები