ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის' ახალციხეში კომპანიები შეარჩიეს
23 ივლისი, 2013 წ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხეში სამშენებლო სამუშაოებს დაახლოებით 30 კომპანია შეასრულებს.კომპანიების ზუსტი რაოდენობა და ვინაობა დღეს, 23 ივლისს, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, პროეტების გადანაწილება გამოცდილებისა და ტექნიკის ქონის მიხედვით მოხდა. თუმცა პროექტის გარეშე არც ნაკლები გამოცდილების კომპანიები არ დარჩებიან, მათ შედარებით ადვილად შესასრულებელი პროექტები შეხვდებათ.

„ყველაზე რთული მომენტია გზის გაკეთება, რადგან სპეციფიკური ტექნიკა სჭირდება. ვეძებთ ისეთ ფირმებს, რომლებსაც გააჩნიათ ტექნიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ქირაობა, ქირაში წავა თანხა და დააკლდება მასალის შეძენას. ამიტომ ვცდილობთ მეტი თანხა დაიხარჯოს მასალების შეძენაში და საქმე მეტი გაკეთდეს“, - განმარტავს სანდროშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე შერჩეული პრიორიტეტებით უკმაყოფილოა. იგი ამბობს, რომ ჯობია სოფელმა ერთი პრობლემა მოაგვაროს სრულად, ვიდრე რამდენიმე და არცერთი არ იყოს ბოლომდე დასრულებული.

„ჩვენ ვერ ვერევით, ეს არის სოფლის გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ სოფლის მოსახლეობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ერთი პრობლემა მოგვარდეს და არა რამდენიმე გაკეთდეს და ბოლომდე ვერცერთი დასრულდეს“, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

ამ ეტაპზე პროექტების უმეტესობა კომპანიებზე გადანაწილებულია. სანდროშვილის თქმით, სავარუდოდ, კვირის ბოლოს უკვე ხელშეკრულებები გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილობის მსურველი დაახლოებით 36 შპს და ინდივიდუალური მეწარმეა. ადგილობრივ თვითმმართველობაში კომპანიების შერჩევა გაუჭირდათ. გამგეობაში ამბობენ, რომ სჯობს გათვლის მომენტში დაგვიანდეს რამდენიმე დღე, ვიდრე სასურველი შედეგი ვერ მიიღონ და ისე, როგორც გასულ წელს მოხდა, პროექტების ნაწილი ჩავარდეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
http://sknews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა