ბორჯომში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გაიხსნა
10 აპრილი, 2012 წ.

ბორჯომში კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. ღონისძიებას კოალიციის წარმომადგენლები ნოდარ ხადური, ბიძინა გუჯაბიძე და დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ესწრებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას მათ რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე წარუდგინეს.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა კოალიციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს პოლიტიკურ ბრძოლაში თანადგომას დაპირდნენ.

რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ, კოალიციის წევრებმა და ღონისძიების მონაწილეებმა ბორჯომში 9 აპრილის მემორიალი მოინახულეს და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ბორჯომში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი რუსთაველის 147 ნომერშია განთავსებული.

 

http://www.presage.tv

ბეჭდვა