ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
მოსალოდნელია თუ არა კონფლიქტი ზუგდიდში ახალაიებსა და ალასანიას შორის?
06 აპრილი, 2012 წ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი უფრო მეტ დროს რეგიონებში ატარებს, ვიდრე დედაქალაქში", - ამის შესახებ "ჯეონიუსს" ირაკლი ალასანიას პრესმდივანმა ვაკო ავალიანმა განუცხადა.


„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია წინასარჩევნო პერიოდში ზუგდიდს ეწვევა და გარკვეული დროის განმავლობაში იქ დარჩება.

"სამეგრელოში ირაკლი ალასანიას ყოფნა გასაკვირი არ არის, რადგან მისი მშობლიური კუთხეა. მეორეს მხრივ, მოგეხსენებათ, ახალაიების კლანი როგორ თავგასულად მოქმედებს სამეგრელოში და სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში სამეგრელოში და კონკრეტულად, ზუგდიდში, გაატარებს წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ გამგზავრებისა და ან იქ ყოფნის კონკრეტულ დროს, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი უფრო მეტ დროს რეგიონებში ატარებს, ვიდრე დედაქალაქში", - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას ვაკო ავალიანმა.

"ჯეონიუსის" კითხვაზე, ირაკლი ალასანიას მიერ დასავლეთ საქართველოში ბანდფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მისი ზუგდიდში ყოფნა ხომ არ გამოიწვევს კონფლიქტს მასსა და ახალაიებს შორის, პრესმდივნმა გვიპასუხა, რომ ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

 

http://www.presage.tv

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა