ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
მარგველაშვილი არ არის პროფესიონალი და ექსპერიმენტები ქვეყანაზე უნდა დამთავრდეს"
   მარგველაშვილი არ არის პროფესიონალი და ექსპერიმენტები ქვეყანაზე უნდა დამთავრდეს"
10 ივლისი, 2013 წ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი „არ არის პროფესიონალი და ექსპერიმენტები ქვეყანაზე უნდა დამთავრდეს".
ამის შესახებ მან ბათუმში, ტელეკომპანია "25-ე არხის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

"მარგველაშვილი არ არის პროფესიონალი და ჩვენ უნდა დავამთავროთ ექსპერიმენტები ქვეყანაზე. როგორ შეიძლება, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ქვეყანა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, ისეთი ადამიანის მიერ იმართებოდეს, რომელსაც ერთი რეზოლუცია არ აქვს ხელმოწერილი. როცა ის ამბობს, რომ რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმას გააკეთებს, არ შეიძლება, ასეთი პრეზიდენტი გვყავდეს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კადრებით და კომპეტენციით "ნაციონალური მოძრაობა" გვჯობიაო. არ შეიძლება, ამ კომპეტენციით და ამ კადრებით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია გლეხებისთვის რუსული ბაზარი. ქართული ოცნება აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, მაგრამ იგივე განცხადებას აკეთებენ, რასაც "ნაცმოძრაობა". ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და რუსეთს არავინ ეკითხება - როცა ასე ლაპარაკობ, პრობლემის გადაჭრა არ მოხდება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და დასავლეთის თანასწორუფლებიანი პარტნიორი უნდა ვიყოთ. როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა დასავლეთის წევრი ვიყოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ჰომოსექსუალისტების პროპაგანდას, ეს ასე არ არის. მე ყველა ცოცხალი არსების დამცველი ვარ. ნუ მახვევენ თავს მათ მოსაზრებას. როცა ვნახე სურათი, რომ ბათუმი არის გეიტურიზმის ერთ-ერთი ქალაქი, ტვინში სისხლი ჩამექცა. ჩვენ არ ვართ სექსუალური ტურიზმის ქვეყანა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწყობს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, "სოფლის მეურნეობა ხელისუფლების მოწყალებაზე დამოკიდებული არ იყოს".



http://frontnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა