ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საკრებულოს გარანტირებული მანდატები საჩხერეში?!
21 იანვარი, 2011 წ.

 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საჩხერეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 23 დეპუტატია წარმოდგენილი. აქედან პარტიული სიით არჩეულია  9 დეპუტატი, ხოლო დანარჩენი მაჟორიტარული წესით. 23 მანდატიან საკრებულოში 20 მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უჭირავთ. ოპოზციურ სპექტრზე კი მხოლოდ სამი მანდატია გადანაწილებული: „ქრისტიან დემოკრატების“ ორი წარმომადგენლ ჰყავთ, ხოლო  „ალაინსი საქრთველოსთვის“ –  ერთი.

 

           საჩხერის მუნიციპალიტეტის სკრებულოში 5 კომისია მოქმედებს: 1.საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის; 2. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის; 3. სოციალურ საკითხთა კომისია; 4.ინფრასტრუქტურის კომისია; 5.ჰუმანიტარულ საკითხთა კომისია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა მუშაობით უკმაყოფილოა საკრებულოს ოპოზიცია. კომიასათა მუშაობა საერთოდ თუ მიმდინარეობს საკითხავია. ჰუმანიტარული კომისის წევრი ვარ  და სულ რამდენჯერმე შევიკრიბეთ. ამჯამად  ახალი კომისის თავჯმდომარე გვყავს და იქნებ რამე შეიცვალოს. საერთოდაც სახელისუფლებო გუნდის   მიდგომაა: 4 წელი ვართ და ვერავინ შეგვეხება,“ – აღნიშნა „ალიანსი საქართველოსათვის“  წევრმა ინგა ზაბახიძემ.

მსგავს მიდგომებს უარყოფს საკრებულოს თავჯდომარე ნოდარ აბჟანდაძე, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელია.საკრებულოს მანდატი პასუხისმგებლობაა. ოპოზიციის არსებობა გვეხმარება საკითხთა ობიექტურ გადაწყვეტაში. მათ აქვთ ლებებლიც და მოვალეობებიც. ყოველთვის ვცდილობთ, შენიშვნები გავითვალისწინოთ,“ – განმარტა  ნოდარ აბჯანდაძემ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მუშაობის 6 თვის მანძილზე ოპოზიციონერი წევრებისთვის სამუშაო ოთახებიც  კი არ  მოიძებნა .  საქმიანობის განხორციელებას ვერ ვახერხებთ, მოქალაქეთა მიღება გვიჭირს (ინტერვიუ აპარატის უფროსის ოთახში ჩავწერეთ, აღნიშნული  პრობლემის გამო) წერილობითაც მივმართეთ მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. ასეთი მიდგომა ცხადყოფს რა ვითრება რეალურად და პრივილეგიებით სარგებლობენ მმართველი გუნდის წევრები, – აღნიშნა  ინგა ზაბახიძემ.

საკრებულოს საქმიანობის შესახებ საჩხერის მცხოვრებლებს არა ერთგავაროვანი შეფასება აქვთ . “ საკრებულო მუაშაობს . რაც შეუძლიათ აკეთებენ. პირადად მე პერევიდან ვარ და არა ერთხელ დამეხმარნენ,“ – გვითხრა პერევის მცხოვრებმა მარინე ფახტურიძემ. მოსახლეობის ნაწილის თქმით  კი: საკრებულო  ვერ ახერხებს გაითვალისწინოს მათი პრობლემები. მხოლოდ საკითხების მიღებით  და განხილვით არ გვარდება პრობლემები – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლიანა ცერცვაძე.

  სამაგიეროდ, საკრებულოს   6  თვიანი საქმიანობით კმაყოფილია საკრებულოს უმრავლესობა. “ჩვენ არაერთი საკითხი განვიხილეთ და მივიღეთ  გადაწყვეტილებები. როგორიცაა, სოციალური თუ სხვადასხვა სოფლის პროგრამები, სოცილური თემატიკის მოთხოვნებიც დავაკმაყოფლეთ, თუმცა საკეთებელი ჯერ ისევ ბევრია.  რაც შეხება დასაქმებას, ეს საქართველოს საერთო პრობლემაა და მას მხოლოდ საჩხერე  ვერ გადაჭრის,“– განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

   ოპოზიციონერთა აზრით კი,  საკრებულოს მუშაობის ხარისხსზე  მოსახლეობის მიერ შემოსული საჩივრები მეტყველებს: ასევე საზოგადოების მხრიდან  დაბალია  ნდობის ფაქტორი, საერთოდ ერთპარტიულობის შედეგია არსებული მდგომარეობა,“–ამბობს საკრებულოს ოპოზციონერი წევრი ინგა ზაბახიძე.                                                                                                 

                                                                                                                 თეონა ხარაბაძე

    

     

   

 

 

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა