ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საჩხერის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე
21 იანვარი, 2011 წ.

   2010 წლის 26 ნოემბერს  საჩხერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას  საკრებულოს ყველა წევრი ესწრებოდა. დღის წესრიგის თანახმად, განსახილველი  იყო 5 საკითხი: 1.საჩხერის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ;  2.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და მოსაკრებლის ოდენობის დადგენის შესახებ; 3.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საჩხერის საცურაო აუზის “ დაფუძნების  შესახებ; 4.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახაბერ გელბაახიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; 5.საჩხერის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის სახსრებითი შეძენილი მტერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის წესის  შესახებ.

 საკითხთა უმრავლესობაზე არც ერთი წინააღმდეგი ხმა არ დაფიქსირებულა. საკრებულოს წევრს  „ქრისტიან დემოკრატების“  წარმომადგენელს კახაბერ გელბახაინას  თავისი განცხადების საფუძველზე, მოეხსნა საკრებულოს დეპუტატის მანდატი. ასევე,  ერთხმად იქნა დამტკიცებული სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის დაწესება და შპს „საჩხერის საცურაო აუზის “ დაფუძნება.  აზრთა სხვადასხვაობა 2011 წლის ბიუჯეტმა გამოიწვია. ბიუჯეტი, რომელიც 4063,3 ათას ლარს შეადგენს ოპოზიციური პარტიის წევრებმა, ხარჯვითი ნაწილის ბუნდოვანების გამო დაიწუნეს.

 

საკრებულოს სხდომაზე „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ინგა ზაბახიძემ სოციალური საკითხთა დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. „არსებული სოციალური მდგომარეობიდან, საჭიროა სოციალურ საკითხებს მეტი ყურადღება მიექცეს. ასევე, ხარჯვითი ნაწილი ბუნდოვანია. ჩემდა მოულოდნელად სახელისუფლებო გუნდიც დაგვთანხმდა შევიტანოთ ბიუჯეტში ცვლილებები  და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ,“ – აღნიშნა   ინგა ზაბახიძემ.

ბიუჯეტის მიმართ თვიანთი შეშენიშვნები აქვთ საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც. „პირველ რიგში,  ბიუჯეტი არ უნდა იყოს ბუნდოვანი. სრულად უნდა იყოს გაწერილი თანხები,  როგორც ხარჯვითი, ასევე ასიგნებები და სარეზერვო ფონდი,“ – განმარტა  საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა.

  ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელ ორგანოს ჩასაწორებლად გადაეგზავნა. საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ უახლოს სხდომაზე  განიხილავენ სჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რადგან წლის ბოლო ახლოვდება და მუნიციპალიტეტი მომავალ წელს  ახლი ხაზინით უნდა შეხვდეს.

                                                                                 

                                                                                                                თეონა ხარაბაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31