2010 წლის 3 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის რიგით N 11 სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს სრული შემადგენლობა, 26 დეპუტატი დაესწრო. დღის წესრიგის თანახნად 5 საკითი იყო წარმოდგენილი.
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული და ხმელი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის შესახებ; 2.თხელიძის ქუჩა–ნაგუთის ორგზიანი სამგზავრო საბაგირო გზის შპს „ჭიათურბაგირ გზების“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ; 3.შპს „ჭიატურბაგირგზების“ წესდების დამტკიცების შესახებ; 4.ჯემელ გურულის საცხოვრებელი სახლზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ; 5.საკრებულოს სივრცითი–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფარასტრუქტურის კომისიის თაავჯდომარის არჩევის შესახებ.
საკრებულოს სხდომა მშვიდ ვითრებაში ჩატარდა. ზემოთაღნიშნული საკითეხებზე გადაწყვეტილებები საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ოპოზიციონერ და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება არაც ერთ საკითხს არ გამოუწვევია. “დღევანდელმა სხდომამ საინტერესოდ ჩაიარა, განსაკუთერბით აღსანიშნავია „ჭიათურბაგირის“ საქმე , რომლის პრივატიზება მოხდება. რაც ჭიათურისათვის მნიშვნელოვანი თემაა,“ – განმარტა საკრებულოს თავმჯდოამრემ იოსებ ჭუმბურიძემ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის რიგით N 11 საკრებულოს სხდომაზე, ასევე, ერთხმად აირჩიეს სივრცითი–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისის თავმჯდომარე თეიმურაზ გაფრინდაშვილი. „კომისიათა მუშაობა უნდა გააქტიურდეს. იმედია ბატონი თამაზის კომისია აქტიური იქნება და ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხებს გაითვალისწინებს “_ განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა როსტომ ცარციძემ.
თეონა ხარაბაძე