ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
უბერკეტო საკრებულოს ოპოზიცია
21 იანვარი, 2011 წ.

          საქართველოს მასშტაბით უკვე 6 თვეა საკრებულოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ. 2010 წლის 30 მაისს  ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში მანდატთა რაოდენობა  „ნაციონალური მოძრობის“ სასარგებლოდ გადანაწილდა. გამონაკლისი არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, სადაც არსებული 26 მანდატიდან ოპოზიციური პარტის წარმომადგენელებს მხოლოდ 4 მანდატი ერგოთ. საკრებულოში უმცირესობიდან  წარმოდგენილია „ქრისტიან დემოკრეტების“, „მოძრაობა ერთიანი საქრთველოსათვის“ და „თორთლაზე –დემოკრატების“ პარტიის წევრები.

 

შესაბამისად, ოპოზიციას, რომელიც უმცირესობაშია, ჭიათურის საკრებულოში გადაწყვეტილებათა მიღების ბერკეტები არ გააჩნია.  საკითხებს ვაყენებთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავისი შეხედულებისამებრ  იღებს  ხელსუფლება უკვე რადენიმე საკრებულოს სხდომაა რაც ვაყენებ  „GEORGIA მარგანეცისსაკითხს. ამ კომპანიას  აქვს  სახელფასო დავალიანება თანამშრომლების მიმართ. ასევე,  არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს. მაგრამ ვერაფერს გავხდი, – აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა როსტომ ცარციძემ.

ჩვენ ვცდილობთ ყველა არგუმენტი მოვისმინოთ, გავითვალისწინოთ  და  ადამიანთა პრობლემებზე  ვიყოთ   ორიენტირებულნი. ამ საკითხს ვიცნობთ და უახლოეს  საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ მაღაროში დაზარალებულთა პენსიის საქმეს“– განმარტა საკრებულოს წევრმა იოსებ ჭუმბურიძემ.

      ჭიათურის საკრებულოში სულ 5 კომისიაა წარმოდგენილი: 1. სამანდატო– საპროცესო საკითხთა და ეთიკის კომისია; 2. საფინანსო საბიუჯეტო; 3. სივრცითი ტერიტორიულ დაგეგმარებისა და ინფრსტრუქტურის; 4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების;   5. სოციალურ საკითხთა კომისია.

       საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჭუმბურიძე ახალი საკრებულოს არჩევიდან დღემდე წარმატებულს უწოდებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებით კი სოფლის დახმარების პროგრამებზე ამახხვილებს ყურადღებას. ჭუმბურიძის თქმით,   სოფლის პროგრამების განხორციელებაში საკრებულომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ პროგრამით მოვახერხეთ სოფლამდე მისასვლელი გაზების  შეკეთება ,  წყლის პრობლემის   გადაწყვეტა. შეიძლება   ითქვას   რომ ჭიათურის  გზის    70% მოწესრიგებულიარამაც კომუნიკაციაც გაამარტივა,“ – აგვიხსნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

  ჭიათურაში მცხოვრები  მოსახლეობა,  როგორც ირკვევა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებს საკრებულოს მუშაობის თაობაზე. ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები ნაკლებად ჩართულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პროცესში.  საზოგადოებას   ვეუბნებით  რომ   აქვთ უფლება დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და უშუალოდ   ჩაერთონ , მაგრამ აქტიურობა ნაკლებია, _ აცხადებენ საკრებულოს წევრები.

        ჭიათურის მცხოვრელებთა თქმით,  საკრებულოში განაცხადების შეტანა არ უჭირთ, მაგარამ: რამდენად ითვალისწინებენ ეს   სხვა თემაა.  არის   საკიხები , რომელსაც აკმაყოფილებენ ,   თუმცა  მათი რაოდენობა მცირეა, “  – ამბობს  ჭიათურის მცხოვრები  გივი სამხარაძე.

      ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  მუშაობის შედეგებს წლის ბოლო სხდომაზე შეაჯამებს. აღნიშნულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს – 2011 წლის ბიუჯეტსაც დაამტკიცებს.

                                                                                                       

                                                                                                                     თეონა ხარაბაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა