ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საჯარო დისკუსიაში "სამოქალაქო სექტორის როლი საარჩევნო პროცესში” მიიწვია,
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიპატიჟებას არ დათანხმდნენ. ორგანიზაციები საუბარს სხვა თემაზე ითხოვდნენ. მათი თქმით, მათ სურდათ ემსჯელათ იმ თემაზე, რომელმაც ცესკოსა და მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
არასამთავრობოები დისკუსიის გამართვას ითხოვდნენ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოერთვა უფლება საარჩევნო კომისიის მდივნებად საკუთარი კანდიდატები წარედგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" აცხადებენ, რომ ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების შესახებ წესი არასწორად განმარტა.
როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, საარჩევნო კომისიების მდივნები უნდა აირჩნენ იმ პარტიიდან, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა არ აქვს მიღებული. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს წესი თავის დროზე იმისთვის შემოიღეს, რომ საარჩევნო კომისიებში გარკვეული ბალანსი გაჩენილიყო და საარჩევნო კომისიებში მენეჯერულ პოზიციაზე ოპოზიციის წარმომადგენელიც ყოფილიყო. თუმცა, ორგანიზაციების თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი პირდაპირ განმარტა და ყველაზე მეტი შედეგის მქონე პარტიად "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნია და არა საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", მიზეზად კი დაასახელა, რომ კანონში საუბარია საუკეთესო შედეგის მქონე პარტიაზე და არაფერია ნათქვამი საარჩევნო ბლოკზე.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ შედეგად საარჩევნო კომისიების მდივნების ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მაგივრად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული სწორედ კოალიცია "ქართული ოცნებაა".
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები