ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა
01 ივნისი, 2010 წ.

#60 ოლქის #23-ე ბოხვაურის საარჩევნო კომისიამ ძირითადი და გადასატანი ყუთები უბანზე ბათილად გამოაცხადა. #23 უბნის საკითხს ოზურგეთის საოლქო კომისია სავარაუდოდ დღეს განიხილავს.

ერთიან საარჩევნო სიაში 1583 ამომრჩეველი დაფიქსირდა, ამათგან სპეციალური სიაში _ 2, ხოლო სიის დანართში _ 107. კენჭისყრის შენობაში პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც პოლიციელი იმყოფებოდა.

კენჭისყრის პროცესის დაწყებისთანავე დაფიქსირდა დარღვევა: ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის შენობაში ერთდროულად 15 ამომრჩეველი შემოუშვა.

პროცესის დროს საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან დაფიქსირდა ზეწოლა ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე, კერძოდ პარტია ,,ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელზე მარინე სუნგულიაზე, რომელსაც პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ. საჩივარი რომელიც სუნგულიამ დაწერა შემდეგი შინაარსისაა:

`მოქალაქე არჩილ ბაჯელიძე მოვიდა უპასპორტოდ და რეგისტრატორმა ნანა ცხვედიანმა მისცა ბიულეტენები, რომლებიც იქნა აღმოჩენილი და გაუქმდა ბიულეტენები. ამ რეგისტრატორზე მსგავსი ეჭვი სხვა შემთხვევაშიც არსებობდა. თავმჯდომარემ წინააღმდეგობა გაწია ბიულეტენების გადმოცემაზე, ხოლო შემდგომ საოლქოს თავმჯდომარის მოთხოვნით გადმომცა ეს ბიულეტენები, რომლის ნომერია 0023. მოთხოვნა –დაჯარიმდეს რეგისტრატორი~, _საჩივარი 12:20 წუთზე მარინე სუნგულიამ დაწერა.

კომისიის თავმჯდომარე მანანა დევაძემ სუნგულიას პროვოკატორი უწოდა და მოითხოვდა მის გაძევებას საარჩევნო უბნიდან. ამ ინცინდენტის დროს უბანზე ცესკოს წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე და ოლქის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი მოვიდა. აღნიშნული უბანი სპეც-კონტროლზე აიყვანეს. ოლქის თავმჯდომარის მოადგილე უბნის დახურვამდე პროცესებს ზედამხედველობას უწევდა.

პროცესის დროს რამდენჯერმე დაფიქსირდა მარკირების გამოუყენებლობა, ასევე პროცედურის არასწორად გამოყენება (მარჯვენა ხელის თითის ნაცვლად, მარცხენა ხელის თითზე) რეგისტრატორების მხრიდან.

დარღვევა დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა 4 ხელმოწერა, აქედან გამომდინარე გადასატან ყუთში 4 ზედმეტი ბიულეტენი დაფიქსირდა. საოლქო და საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთი ბათილად გამოცხადდა.

ცესკოს წარმომადგენლის გადაწყვეტილებით ძირითადი საარჩევნო ბიულეტენები გაბათილდა, დაილუქა და გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიას.

შორენა ღლონტი

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« იანვარი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31