საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ კომისიას კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარუდგინა, რითაც კომისია არ დაინტერესდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში არჩევნებს იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ერთი და იგივე ამომრჩეველი სხვადასხვა უბანში რამდენჯერმე აძლევდა ხმას, არ ხდებოდა ამომრჩევლის მარკირება, ამომრჩევლის ნაცვლად ბიულეტენებს იღებდნენ და ხმას აძლევდნენ ოჯახის წევრები, პირადობის მოწმობის ქსეროასლებით და ა.შ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ საკითხზე 1 ივნისს, 15:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
ICK.ge