პოლონელი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მოძრაობა ,,სოლიდარობის“ ერთერთი ლიდერი ადამ მიხნიკი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში კავკასიის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Regnum.ru ავრცელებს.
,,დემოკრატიის სათავე, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობაში დევს და საქართველომ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე შეძლო ამის მიღწევა,“-განაცხადა ადამ მიხნიკმა, ბაქოში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ბაქოში მიხნიკი საქართველოდან ჩავიდა, სადაც ის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, რომლითაც აღფრთოვანებული დარჩა. ქართულ არჩევნებზე საუბრისას, მიხნიკმა გამარჯვებული კოალიციის ,,ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შემდეგი თეზისები გამოყო: საქართველო ყველასთვის; არ იქნება რევანში დამარცხებულებზე; საქართველო გააგრძელებს პროდასავლური კურსით სვლას და არანაირი ტრიუმფი ივანიშვილის მხრიდან.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად მიხნიკი-სააკაშვილის აღიარებას მიიჩნევს: ,,ჩვენ დავმარცხდით და გადავდივართ ოპოზიციაში.“ ,,სააკაშვილმა კავკასიის პოლიტიკურ ისტორიასა და კულტურაში ახალი პერიოდი დაიწყო, როდესაც ჩაუშესკუს გზას -იარუზელსკუს გზა არჩია,“ -ამბობს მიხნიკი.
მისი თქმით, გზა დემოკრატიისკენ საპროტესტო კულტურიდან დაწყებული- დიალოგისა და კომპრომისის კულტურამდე გადის.
http://globalnews.com.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები