ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
Guardian-ის შეფასებით, "მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, "ვარდების რევოლუციიდან" 8 წლის შემდეგ მილიარდერთან დამამცირებლად მარცხდება"
02 ოქტომბერი, 2012 წ.
Guardian-ის შეფასებით, "მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, "ვარდების რევოლუციიდან" 8 წლის შემდეგ მილიარდერთან დამამცირებლად მარცხდება".


"ეგზითპოლის პირველმა მაჩვენებლებმა, როგორც ჩანს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მოუტანა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მან შეიძლება პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება ვერ შეძლოს. ორ გამოკითხვაში, ორშაბათს ივანიშვილის კოალიციამ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას" წინ გაუსწრო. ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ ივანიშვილმა მიიღო ხმების - 51%, ხოლო ენმ-მ 41% მიიღო, ხოლო 35%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ქართულ ოცნებას" 35% მიანიჭა, ხოლო ენმ-ს - 32% და 30%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. "ქართული ოცნების" გამოკითხვამ განაცხადა, რომ მან მოიპოვა სრული უპირატესობა 62%, ენმ-ის 28%-ის წინააღმდეგ. თუ ეს შედეგები დადასტურდა, ეს იქნება გამანადგურებელი მარცხი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ე.წ. "ვარდების რევოლუციით" მოვიდა, მაგრამ რვა წლის მმართველობის შემდეგ მას სულ უფრო ხშირად სდებდნენ ბრალს ავტორიტარულ ქცევაში", - წერს ბრიტანული გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, რომელიც ოპოზიციის დასაყრდენია, უამრავი ადამიანი გამოეფინა ქუჩაში საზეიმოდ, მაგრამ ქართულმა საარჩევნო სისტემამ შეიძლება ვერ უზრუნველყოს ივანიშვილის გამარჯვება, ეგზითპოლი არკვევს მხოლოდ პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატის მონაცემებს; დანარჩენი 73 საოლქო მანდატებია, სადაც სააკაშვილს მტკიცე უპირატესობა აქვს.

ერთმა წყარომ მთავრობიდან აღიარა, რომ სააკაშვილმა წააგო არჩევნები, მაგრამ თქვა, რომ შესაძლოა, ენმ-მ მაინც შეინარჩუნოს „მცირე უპირატესობა“. მათი თქმით, "სააკაშვილის აშკარა მარცხი ძირითადად სამართლიან არჩევნებში იმის მაჩვენებელია, რომ ბრალდებები მისი დესპოტიზმის შესახებ ნამდვილად მცდარია".

"სააკაშვილი პრეზიდენტად 2013 წლამდე უნდა დარჩეს. თუ ივანიშვილი მოიგებს საპარლამენტო უმრავლესობას, ის გახდება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რთული წარმოსადგენია, როგორ იმუშავებს ეს ორი კაცი ერთად. კამპანიისას ორივე მხარე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. ივანიშვილის თანამშრომლებმა მიანიშნეს, რომ ახლა, დიდი დამარცხების შემდეგ ისინი სააკაშვილისგან გადადგომას ელიან. თუ სააკაშვილი დარჩა და მისმა პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება მარცხის მიუხედავად, საქართველო შესაძლოა, არეულობის ან იქნებ უფრო უარეს ფაზაშიც შევიდეს", - წერს Guardian.


http://pirweli.com.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00
მედიაცენტრი 2020 LIVE
არქივი
«« აპრილი 2021 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30