ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის
 ამომრჩეველთა  აქტივობა 17 საათისთვის
01 ოქტომბერი, 2012 წ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 17 საათისთვის საარჩევნო უბნების 99%-ის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 53%-ია. ინფორმაციას ცესკოს სპიკერი ეკატერინე აზარაშვილი ავრცელებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია.
აზარაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და იმისათვის, რომ არჩევნები ასეთივე მშვიდ გარემოში ჩატარდეს, საჭიროა ამომრჩევლებმა, რომლებმაც უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი დატოვონ საარჩევნო უბნის მიდებარე ტერიტორია.

აზარაშვილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ გამარჯვებულის გამოცხადებისგან. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე აკრძალულია ნებისმიერი სახის ეგზიტპოლებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნებაც.

აზარაშვილმა ჟურნალისტებს ცხელი ხაზის მონაცემებიც გააცნო. მისი თქმით, ამ დროისათვის შემოსულია 3 607 ზარი, რომელთაგანაც უმეტესობა არჩევნების პროცედურებს ეხება. სპიკერის განცხადებით, ამომრჩევლებს აინტერესებთ ისიც, თუ რომელ უბანზე აძლევენ ხმას, რაც შეეხება დარღვევების შესახებ ინფორმაციას, აზარაშვილი ამბობს, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით განსაკუთრებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა